პოეზია · ლირიკა
*** "ფოთოლი – წვიმის წვეთებივით სავსე"
ფოთოლი – წვიმის წვეთებივით სავსე –გამომიწოდა ხემ, როგორც პეშვი.ცისარტყელები გადმოდგნენ მთაზე,ისევ აყეფდა მდინარე ხევშიდა ტყეშიც ისევ გახშირდა სოკო,მაღლა წავიდა რძისფერი ნისლი,ხბოს მოდენიდა პატარა გოგო,მე ახლაც მახსოვს სიმღერა მისი.1954წ