პოეზია · ლირიკა
აღარც-რას მერცხალს ვუყურებ
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
(სიმღერა)
აღარც-რას მერცხალს ვუყურებ,აღარც ცას მჭყივანთ წეროთა,იდინონ ნელის ნაბიჯითშავთ ნისლთა გასაშტეროთა,მკერდს მაიფინონ ყვავილნიჩემის სამშობლოს მდელოთა...შავთ თვალთ დამასხან ნექტარიმაცოცხლებელი წყლულზედა,მითაც ვერ მოვშლი გლოვისა,ნუგეშსა დაკარგულზედა;რაც ერთხელ შამყვარებია,უმტკიცესია რჯულზედა.
1895