პოეზია · ლირიკა
ხორცო დაჰნელდი
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
(სიმღერა)
ხორცო, დაჰნელდი, დამჭლევდი,სულო, იხარე, ჰლაღობდე,ღმერთმა დამკარგოს, თუ ამასსიტყვის შნოსათვის ვამბობდე.ხორცი რას მიშველს მარტოკა,თუ სულით არა ვგალობდე.სულო, აჰყვავდი, ამაღლდი,დაე ლეშითა ვწვალობდე!დაგვალულს მიწას უხდება,როს დასწვიმს, დასდის ღვარია;ეგრევ ნაავდრალს მდელოსა -მზის დახედნება, დარია.სულო, აჰყვავდი, ამაღლდი,ვარდებით დაიფარია.ცრემლი, ჩემ თვალთა ნაწური,ზედ ნამად დაიყარია,საჭირვარამო ქვეყნისაგულს ლახვრად გამიყარია.მაშნ ცა მიწას ეწვევა,მთაზე შეჯდება ბარია.იქ ძოვდეს ჯოგი ირმისა,დაბუბუნებდეს ხარია,თავს ევლებოდეს ქვეყანასსხივ-უვნებელი მთვარია.
1896