↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჯამრული

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2025-04-131 წთ საკითხავი12781 ნახვა

—
ვის გლოვობს ფუნჩათ ჯამრული,რა თავი დაუღუნია?ძმა ხომ მთელი ჰყავს, იმედა,შვიდ წელს ტყვედ დაკარგულია?ან ძმისწულები - ფოცხვერა,სამტროდ ნაქები ბუთლია?ანაც ძმობილი ჯიხვაი,ბახტრიონს გადასულია?იქნებ თათრებმა დაჩაგრეს,დააგმობინეს რჯულია?..ხმალი ხომ აქვის ისევაღარებზედ დაწარბულია?ლეკისეული ხირიმილამაზად გამართულია?ცხვარი ხომ არ უზარალდა,შიგ დამწვარ-დადაგულია?..ან სხვა ხომ არა აჯავრებს,სრულ ძმად მიაჩნავ დუნია?- რასაც შენ მკითხავ, ჯამრულიიმით ყველაით სრულია;სხვა რამ აწუხებს ვაჟკაცსა,სხვად აქვს დამწვარი გულია:ერთს ბეზირგანსა დიაცსა, -იმის სახელიმც კრულია,არ გაჰყოლია ცოლადა, -ვაჟკაცი დაუწუნია...
ამას თაკილობს ჯამრული,თავი მით დაუღუნია.
1895
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი