↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ასე რისთვის?

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95281 ნახვა

—
ასე რისთვის შეიცვალა გაზაფხულის წმინდა დილა,თუ ღიმილი მხიარული შენთვის ჯერაც არ ყოფილა?ასე რისთვის მიეფარა მზე დაღვრემილ მთის ნაპრალებს,თუ ნამდვილი მზის ნათელი არ უნახავთ ჯერ შენს თვალებს?მე არ ვიცი, სიცოცხლეო, რა გაღონებს, რა გაწუხებს,მე არ ვიცი, შენს კითხვაზე რომელი ცა გიპასუხებს.შერიგების მოლოდინში ბედი ჯერაც არსაით სჩანს,და არ ვიცი კაცი, ვინაც არ იცნობდეს მაგ კაეშანს.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი