↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არხევს ახალი სიცოცხლის აკვანს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
ციკლიდან „ეპოქა“
ეს გაზაფხული სიახლის ძალით,ვით პატიმარი გაარღვევს საკანს,განახლებისა თრთოლვით, კანკალითარხევს ახალი სიცოცხლის აკვანს.
გაცოცხლებულა ირგვლივ ყოველი,მფეთქავი ძალა არეს ჰფენია,სულ რომ არ იყო ქვეყნად ღიმილი,შეხედე, ახლა რაოდენია!
მჩქეფარე წყარო, ამოყრილი ხე,ჩვენს განახლებას ეუბნება ბანს.გაზაფხულს მოჰყავს ეს მზიური დღედა არხევს ახალ სიცოცხლის აკვანს.
1928
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი