↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "აი, გავიდა ეს წელიწადიც"

ჭილაძე ოთარ

2026-07-181 წთ საკითხავი40781 ნახვა

—
აი, გავიდა ეს წელიწადიცდა ამჟამადაც დავრჩი უცვლელი:კვლავ იმას ვიცავ, რასაც ვიცავდი,კვლავ თავგზას მიბნევს სუფთა ფურცელი.
თუმცა ასეა, ასეა ყველა,ვისაც ჯერ გული ხალისით უცემს.მე მომემატა დღეს ერთი წელიდა ამდენივე მომაკლდა უცებ.
გარეთ კი ხმელი ფოთოლი ცვივადა უფრო ადრე ბნელდება…(ბნელა).ასე მგონია, შენსავით ცივად,შენსავით მკაცრად მიმიღებს ყველა.
გწყალობდეს ღმერთი, ვით დღემდე გწყალობს.ზემდეტს და უხამსს არაფერს გკადრებ.მე ახლა შენგან სიძულვილს ვსწავლობ,როგორც სიყვარულს ვსწავლობდი ადრე.
ასეა, თუკი რაღაცას ელი,თუ იმ რაღაცას იმედით უცქერ…მე მომემატა დღეს ერთი წლიდა იმდენივე მომაკლდა უცებ.
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი