↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენს კაბას წითელა თუ სჭირს ბატონები

გახარია ლაშა

2013-03-141 წთ საკითხავი2708 ნახვა

—
შენს კაბას წითელა თუ სჭირს ბატონები,ანდა - ყაყაჩოთა სახადი? . .ცოტაც ვიცეკვოთ და დაგეპატრონებივიდრე სუნს იკრავდეს სხვა ხვადი.
ამ კაბას მეწამულს და ასე შრიალას -ნიავი მოირგებს ქილიკით:შეხედე: მთვარიდან იელმა იალა!..წყარომდე მოკლდება ბილიკი...
შესცოდე... და ხვადი სახადი დაცადე,ჩვილ ბაგეს აგემე ამურის მარილი;ნიავიც ამაღამ აიხდენს საწადელს,გაღმა დაქარდება, ქალივით.
ცოტაც და...იწინთებს ქალწული ყაყაჩო...გახლეჩილ ბროწეულს აუვლის ტკივილი,და ვიდრე...და ვიდრე... იყუჩე,მკლავებში მარწიე ტივივით!..
ცხელ ნდომით ამეკარ, ვით თონეს - ლავაშისატევარს ქარქაში უტიე ვადამდე!..ხვალ ისევ ჩავპურდეთ ამ ჭვავის ყანაშიდა ხვალაც წითელა გადამდე...
მთვარე ყაბულსაა თაფლობის შვიდ დღეზე,ნიავმაც მოგართვა კაბა და...წითელბატონები წყრებიან შინდებზე:წადითო, გეყოთო ლამბადა!...
გახარია ლაშა

გახარია ლაშა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი