პოეზია · ლირიკა
ღამე ტიციანთან
ორნი შემოვრჩით ღამისპურობას...არ წაგვთვლემია წამით წუხელი;არ გვიჩხრეკია სადაურობა,გამოხსნილ ლექსის გვედგა უღელი!
--თუ ვიაზატეთ ამ "ზაოტობას"...თქვი და მიხაკზე შეითბე ხელი.უთხელდებოდა ნისლი ობობას,იბადებოდა ალაზნის ველი!
- უნდა სასწაულს აქ ეზიარო,აქ ჩაიქოლო ლექსი-მეწყრებით!მთლად საიქიოც რომ დაიარო,ამ დარ-თენებას ვერ შეესწრები.
- ვერც სხვა სამოთხეს ნახავ, ურიაცრომ აპირჯვარო ხატებს ამ დილით.- ეს ალავერდი... ჩემი სულია --ლექსის ყელიდან ამოვარდნილი!..
- პოეტის ბედი... ურა კვიცია,ითქარათქუროს უნდა უბელომ!..კი გაგეცინა, ძმაო, ტიციან, --მოუწვიმარო მუზის ღრუბელო.
მერმე ვიშიშვლეთ მეტაფორები:ხოხბის ელვაო... წვიმის წელიო...რა საჭიროა, ნეტავ, ფორმები,თუ არწივულად ყივის ყელიო!..
ვერ გაგიბედე გაკამათება,წამოვუმოკლე ღვინოს ღვედები...- შეხე, ცისკარი კაკანათდება --უკვე გაბმულან ნისლის მტრედები!..
--ჩახე, ჩაბალხეთს: მთვარეგვიანმაყამარს საბედო დაუდო თეფშიდა თრიმლის ცრემლით მთვრალმა ნიავმატყე სავარცხელი გაივლო თმებში.
"ღვინოკახურთან" ერთად ვთენდებით:შენ --ორპირელი, მე -- მუხურელიდა ღამის უბის ამომთეთრები --აღზევანიდან მოწუხს ურემი...
ახლა უღვინოდ მინდა თრობაო! --მიბარბაცებ და... ჯამში აბოდებ;აქ ფიროსმანიც დაიხრჩობაო!..- თუ ჩემი ძმა ხარ, მკლავი გამომდე.
--ახლა სიღნაღი აზღუდს მოირღვევს,წამო, მუხლებზე დავარდნა გველის;ალაზანი რომ წელს წამოიღებს...ლეკის წარბივით გაწყდება გველი!