↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფანტი - ფანტომი

გახარია ლაშა

2026-07-181 წთ საკითხავი5209 ნახვა

—
დინჯი დოინჯით დგას სამოვარი,ორთქლი "ქარია", თითქოს, როდენის.
ბედსმინდობილი მადამ ბოვარიკადნიერ კოცნის ითხოვს კოდეინს...
და გულმოწყალე აფთიაქარიცბედ – ბაგე–ბაგე არიგებს აბებს.
ბინდის ნარგილით ნათრიაქალინიავი ფარდას ითრევს – საკაბედ.
წვეთოვან წუთებს თვლიან აბები.ეჟუანება ბონჟუა ნიკეს;
მკლავები – ვნების ლიანდაგები –კვლავ მიღელავენ დონ ჟუანისკენ!
მაგრამ... მორალის პატი–აღვირიისე დროულად აურვებს ვნებას...
დგას ბონაპარტი – პატივაყრილი,ვით ვატერლოო და შეჩვენება!..
გახარია ლაშა

გახარია ლაშა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი