↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არ შემაჩერო

ხორბალაძე გიორგი

2015-06-151 წთ საკითხავი963 ნახვა

—
არ შემაჩერო, შენში მოვდივარ!უნდა ჩაგიკრა გულში ძალუმად...მე უშენობის ლოთი როდი ვარ,ან მოთაღლითო ვინმე ხანუმა.
კაცი ვარ ნაღდი და პირდაპირიდა ალალმართალ განცდებით ვცხოვრობ,ვიდრე გრიგალი გამინაპირებსამ გარდაუვალ სათხოვარს გთხოვ რომ:
გულში ჩავეკრათ მოდი ერთმანეთსდა სხეულები ავრივდავრიოთ,ცუდი არ მინდა შენთვის ღმერთმანი,ეგ არ იფიქრო _ არ გადამრიო!
მაგრმ სულ ცოტა ტკივილებამდეკი შემოგახვევ ხელებს მარყუჟადძარღვებში სისხლი კივის ნებაზედა ყველა ნერვი შეაზარხოშა...
შემოგერევი ისე, არც კი ორსარ ვემგვანებით _ მე ვარ თავდები!და ვისაც უნდა იმან არკვიოსშენ სად იწყები მე სად ვთავდები!

ხორბალაძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი