↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

***** უკვე შორს დარჩა ძველი ორგია

ხორბალაძე გიორგი

2015-06-151 წთ საკითხავი966 ნახვა

—
უკვე შორს დარჩა ძველი ორგია,ბუნდოვნად ჩანხარ წარსულის მტვერში,სევდით გავცქერი წვიმას ქოლგიანსდა ათას სტრიქონს ათასჯერ ვწერ-ვშლი.
აღარ მახსოვხარ, არა და არა,არადა, თბილად დაგვხვდა ცივი ტყე...ალბათ შემომხვდი, თავი დახარედა მეც ნელ-ნელა გადაგივიწყე...
როგორც შემთხვევით გარეცხილ ფოტოს,რომელიც ბედად ჯიბეში ჩარჩა.არ მახსოვს შენი კისკისის ფორტე,თუმცაღა კარგად მახსოვდა შარშან.
ხსოვნაც - ნარევი თაფლის და შხამის,სულ გაქრობისგან მთხოვს - დამიხსენოდა მეც, გიხსენებ სულ ერთი წამით,რომ მერე ხშირად ვერ გაგიხსენო...

ხორბალაძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი