პოეზია · ლირიკა
***** გეუხერხულა ალბათ ეს მზერა
გეუხერხულა ალბათ ეს მზერა,ვერშეკავებულ-დაჟინებული.გთხოვ, მაპატიე - თითქოს რომ გზვერავ,რა ვქნა არა მაქვს კაჟის მე გული.
იქნება კიდეც მოხვალ შორიდან,ცოტა არ იყოს დაღლილი სჩანხარ.მაგრამ კიდევ მაქვს თხოვნა ორი დასათქმელს გონების ქურაში ვჩარხავ:
ამ გზაზე ხშირად ამოიარე,მინდა ავსება მზერით მაცალო.ვიდრე გწყურია ამაო არის,რომ წყაროს პეშვი გამოაცალო.
ნახე, გახეთქილ გრძნობის ბურთს უზისლოთი და უდგას არყის ჭიქა შორს...ჩამირთე შენი გულის ბლუთუზი,რომ სიყვარული გადმოგიქაჩო!