↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თქვენ ის ქალი ხართ

გვინინა (ნანა ჭკუასელი)

2011-12-211 წთ საკითხავი785 ნახვა

—
თქვენ ის ქალი ხართ( მომიტევეთ ასე შემოჭრა )ვერ გამიცვნიხართ, შეგიცვლიათ თითქოს ღიმილიჰო, მაშინ ტანზე იისფერი პალტო გემოსათდა გულს გიკლავდათ ნაადრევი ღამის ტკივილი.
არადა, თმაში ვერცხლისფერით დაგიმახსოვრეთ,ახლა ფარდაგად გაგიშლიათ მხრებზე სიამედა მაშინ თქვენი სიხარული რომ მისახსოვრეთ,მე გავჩუმდი და არაფერი ჩემზე გიამბეთ.
ოჰ, როგორ სხვა ხართ,ეს თითებიც თეთრი კვირტები,არადა, მაშინ თქვენს სუსტ მაჯებს არა ეწადათ,მე დავიბენი ( გევედრებით ნუ ატირდებით )მისთვის წავედი, სამყარო რომ გამომეცადა.
( უხერხულია )ოჰ, ეს ღილი როგორ გამშვენებთ,თქვენი თვალები? - ამეთვისტო. ბოდიშს გავბედავ.მე ახლა თქვენზე საფიქრალით ღამეს ვათენებ,ნუ გაიქცევით და ნუ ჩამთვლით უვიც თავხედად.
ღმერთო, ეს ხალი,თითქოს უწინ ვერც შევამჩნიედა ახლა ვხედავ, გეფიცებით, ( თქვენი ბაგენი )თქვენთან სიყვარულს, სხვასთან ერთად დარდი ვარჩიედა თავშესაფარს მაინც ვერგზით ვერ მივაგენი.ოჰ, ეს წუხილიც მაპატიეთ,დამაგვიანდა,თქვენ უკვე სხვა ხართ, დაგვიწყნიათ რაც კი გართობდათ,მე დავიკარგე, ჩემში ეგოც კი დაზიანდადა მოგაკითხეთ, რადგან სული დამიმარტოვდა.
გვინინა (ნანა ჭკუასელი)

გვინინა (ნანა ჭკუასელი): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი