↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა"

ჭილაძე ოთარ

2016-06-121 წთ საკითხავი40772 ნახვა

—
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა.გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს.მე ვგრძნობ, რომ მცივა და მენატრები,მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს.გარეთ კი წვიმით სველი აბრებიაშიშინებენ შერჩენილ სიცხეს.მეც აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდესჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები,არც მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინდა ვაფათურებ სიცხიან ლექსებსშენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე... სულში.ნარბენი კაცის გულივით ფეთქავსსაათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც...შენ ხარ – აქამდე რაც უნდა მეთქვა.შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი