↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რომ შემეძლოს

ბერეთელი ნუკრი

2026-07-181 წთ საკითხავი5077 ნახვა

—
ახლა მოვკვდებოდი... (ბევრჯერ დამიწუნესწერა სიკვდილზე და, მაინც მეწერება)გულზე დავიწყობდი მინდვრის თაიგულებს, -ღიღილოების ან, მშვიდი ენძელების...
მზერას გავატანდი წყაროს სამღარიანს,ღიმილს - მაისის ქარს, - ხეებს დაურიგოს.სადღაც ნიკორები მიწას ჩაბღავიან...დები იტირებენ ალბათ \"ძამულიკოს\".
მერე დაიწყება წლები დავიწყების,ცელით დაატყობენ მიწას ნაბილიკარს...ძვლები გათეთრდება, - დედის საფიცრები,მხრებში მოიხრება ძველი ბაზილიკაც.
მეხი დააფეთებს სადღაც მიკიოტებს.(ნატვრით როდის იყო, გზები მოკლდებოდნენ!)მე ახლა მზისკენ უნდა მივდიოდე,ჩემი კლდე-ბილიკით უნდა მივდიოდე,ხევებს და ქარიშხლებს უნდა მივკიოდე,თუმცა... რომ შემეძლოს, ახლა... მოვკვდებოდი.
ბერეთელი ნუკრი

ბერეთელი ნუკრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი