პოეზია · ლირიკა
*** "მზად ვარ გისმინო და გემსახურო"
მზად ვარ გისმინო და გემსახურო.ქარში იშლება დეკემბრის თოვლიდა მღერის შენი მძიმე საყურე,გაბრუებული დეკემბრის თოვლით.
(მე ალბათ დიდხანს მექნება ვალი,მაგრამ ვიქნები სულ მხიარული.ეს გაუმარჯოს შენს ეშმაკ თვალებსდა სარკეებში ნასწავლ სიარულს).
სარკმელში ისევ თოვლი ირევადა ჰყვება თავის უბრალო ამბავს.და სკამზე, როგორც ნანადირევი,ჰკიდია შენი ლამაზი კაბა.1957წ