↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს"

ჭილაძე ოთარ

2013-04-131 წთ საკითხავი24062 ნახვა

—
ყველა ტკივილი იძინებს ბოლოსმაგრამ მე მაინც მინდოდა მეთქვა,რომ დღემდე შენით ვცხოვრობდი მხოლოდ,შენ იყავ სუნთქვაც და გულის ფეთქვაც.
გადიან წლები და ფიქრით დაღლილსგადაუხდელი მრჩება ვალებიდა მეკარგება მშობლების სახლი:აუტანელი და საყვარელი.
მაგრამ ჯერ უნდა მოვიდეს თოვლიდა გადმოფინოს თეთრი აფრებიდა შენი ნაზი სხეულის თრთოლვითათრთოლდეს თოვლიც და ყველაფერი.
მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი,ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს.და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის,თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ.1961წ
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი