პოეზია · ლირიკა
რომ გესმოდეს
ვწევარ გათანგული. გარეთ აპრილია,შიგნით-აგვისტო და ხაზი ორიოდე...გული უშენობით ისე დაილია,მართლა რომ გესმოდეს-ფეხით მოხვიდოდი-მისი ფორიაქი. თუმცა, სულ ერთია...(ასეც ხდება ხოლმე, როცა ავადმყოფობსსული.) გასისხლული ზეცა სურათია,ჩემი ბრმა ლექსებით უნდა გადავთოფო!გუშინ დამეკარგა ძველი საპირწონე,მაჯა ლულასავით რომ არ გადამიხსნასგრძნობამ უთაურმა- მოდი, ამიწონე,კოვზით დამაძალე გრძნობა ადამისგანნეკნად ამოცლილო. მხართან შემიკეცეჭრელი საბანივით,-დედა გამახსენოს-შენი მონატრება... ფრთები შემიკვეცეს,შურით შემიკვეცეს, ჩემო სანატრელო!ჰოდა, მაისია. ვწევარ გათანგული.ოცდათვრამეტი მაქვს. ხაზიც-ორიოდე...გული მარტოობით ისე განადგურდა,მისი რომ გესმოდეს, ეხლავ მოხვიდოდი.