↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პალმის ქალი

გახარია ლაშა

2026-07-181 წთ საკითხავი5219 ნახვა

—
არწევდა ალვა წვიმის კენწეროსდა ქალი პალმა - Madam-დობილი -ღელავდა, რაღაც საბედისწეროდ -რტოთა პიანოს გადანდობილი.
პოსეიდონი შლიდა პასიანსს...ზღვის კლავიშებზე უკრავდა ქარი:წვიმით წაშლილი ცაც პარნასია,ოდეს საღამო იწყება ქალით...
ასე დაიწყო თქვენით ის ღამე -მოწყენილი დღის სველი მხევალი,ვით მოწყალება და სითამამე -გამოწვდენილი ხელისმტევანით...
და გულ-ვალეტით გაჭრილი დამაცთქვენ გგავდათ ათლილ ყელით - გედურით;მათრობდნენ თმები - მთვლემარე კამა,თვალები ბნელი, ვით საყვედური.
ვერ ვიწყებოდით დასასრულით და"ძილი ნებისაც" ვერ ვთქვით თვალებითდა როცა რომიც გადაგვსურვილდა...მალარიული აკანკალებით
გადმოიღვარეთ, ვით მოთმინება,ვით სავარცხლიდან მორცხვი ნიავი,რომ გეგრძნოთ მამრი ტალღების ვნება -ნაადრევი და ასე გვიანი...
გარეთ კი: ალბათ, ცა მოიდარადა სველი პალმაც, რტოდაწვენილი,მთვარის მკლავებზე ცხრებოდა წყნარად -ზღვის აივანზე გადაწვენილი.
გახარია ლაშა

გახარია ლაშა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი