↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძილის წინ

გზირიშვილი ქეთი

2026-07-181 წთ საკითხავი2591 ნახვა

—
იმ დღეს,როდესაც კინაღამ მოვკვდი სიცილისგან –შენ დაიბადე.მითახთახებდა მუცელი და ვფიქრობდი –რა მაგარია, რომ დაიბადესაზღვრად ჩემს აწმყოსა და აწმყოს შორის…ფიქრსა და ფიქრს შორის ჩაეკვეხედა ნელ–ნელა,ხაზად იქეცი, გადამკვეთად…აი ასე, ცერით მოირკალე თვალსაწიერზე,თავს ზემოთ – რეაქტიული თვითმფრინავის კვალივითდა შემომირბინე გარშემო.მე ვიცინოდი და ბოლოს ჩავჯექი.არა, ჩავვარდი,როგორც ორმოში – ახლად გაღვიძებული დათვი,არადა, თავის გზაზე მიმავალი…
ახლა აღარ ვიცინი.მუცელი მეტკინა.მუხლებზე თავჩამოდებულმა გამოგხედე –მალაყებს გადადიხარ.დროულად გამოჩენილ ჩაბჟირებულსმესაზღვრედ ეცნობი,მენაპირედ – როგორც მთაში იციან თქმა.ტალღებს უდგაფუნებ დაშხეფებით შეწუწულ კისკისს რიტმულად ეწყობი…
გამოგხედე–მეთქი.ძილის წინ.ორმოში ჩავიძინებ.ჩამომიგდე აწმყო გასალოკად დადასამთავრებლად – ჟაკანი.

გზირიშვილი ქეთი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი