↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წვიმის სეზონი

გზირიშვილი ქეთი

2026-07-181 წთ საკითხავი2576 ნახვა

—
ერთხელაც სპექტაკლს ჩამოხსნიან აფიშებიდანდა შენი ფოტო შემორჩება ფოიეს კედელს,როგორც ყველაზე დაბნეული მთავარი გმირის,რომელმაც შეძლო, მიიზიდა მაყურებელიუკაცრიელი ქალაქიდან, წვიმის სეზონზე.
ჩუმად იდგები კულისებში უკვე ბოლოჯერ,მიაყურადებ ხმაურს, თითქოს შენამდე მოსულს,უკანა კარით გამოსული გზას გაუდგები,არავის ღიმილს და არც სევდას არ გაიყოლებდა არც საკუთარ სევდას იგრძნობ სავარაუდოდ.
ქუჩის ბოლოში დაგხვდებიან შენი დღეები,თავჩაქინდრულნი მეტისმეტი უიმედობით,ოდესღაც სიტყვაუხვობისთვის იქნებ სასჯელისშიში იქნება მათ თვალებში მდგარი ბალღამიდა მაგ ხელების ათრთოლებაც ჩუმად, ზურგსუკან.
მანამდე ისევ სათამაშო დაგრჩა სპექტაკლი,წვიმის სეზონზე რა გამოლევს თავთეთრა სოკოს,მტვერი, ტერფებქვეშ რომ ღრჭიალებს, ასე ნაცნობი,ზუსტად გახსენებს შენს მოსაყოლს და მერამდენედ,ფოიეში კი ცარიელი არის კედელი.

გზირიშვილი ქეთი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი