↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხანდახან ჩვენ მას ვხედავთ ტელევიზორში

გზირიშვილი ქეთი

2026-07-181 წთ საკითხავი2582 ნახვა

—
ხანდახან ჩვენ მას ვხედავთ ტელევიზორში..ვამბობთ, ეს ხომ..ვამჩნევთ დაღარულ სახეს და არ ვამჩნევთ თვალებს,ვამჩნევთ ჭაღარა თმას და არ ვამჩნევთ თვალებს,ვამჩნევთ გატეხილ ხმას და არ ვამჩნევთ თვალებს..
ხანდახან ჩვენ მას ვხვდებით ქუჩაში -გარინდებულს,მძიმე სუნთქვით,მძიმე ნაბიჯით...ვამჩნევთ გაცრეცილ ლაბადას და არ ვამჩნევთ თვალებს,ვამჩნევთ გაცვეთილ ფეხსაცმელს და არ ვამჩნევთ თვალებს,ვამჩნევთ მოხრილ ზურგს და არ ვამჩნევთ თვალებს..
ერთხელაც, ჩვენ მივდივართ სტუმრად..ვამჩნევთ თვალებს, უხილავი ხელით დახუჭულსდა ვფიქრობთ,ბოლოს რომ შეგვხვდა, სევდიანად უცქერდა სივრცეს...

გზირიშვილი ქეთი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი