↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხელები

გზირიშვილი ქეთი

2026-07-181 წთ საკითხავი2587 ნახვა

—
მომეცი ხელები..მომეცი შენი სველი ხელები,დაძარღვული ხელები,რბილი ხელები..გამომიწოდე მზის ბორცვები,მთვარის მინდვრები,გადმოსახედები,აივნები,ბილიკები..ვივლი ბილიკებზე,ვივლი ღორღზე,სლიპინა ასფალტზედა გადავირბენ მოსახვევებთანდა გადავტეხავ სიცოცხლის ხაზს,თამამად.
მომეცი ხელები,ამოაბრუნე ჭიქები –ამოავსე სიტყვებითდაცარიელებული პირი,ამოასხი ტკივილი,იჩხუბე,იყვირე,იტირე..მომეცი ხელები,რბილი ხელები,თბილი ძარღვები,ფალანგები,ფრჩხილები,ნუნები,კანი..მომეცი,ჩამიყარე თითებში დღეები,ჩამიყარე თითებში ღამეები,ჩამიყარე ლურსმნები,მიმაჭედე,გამაკარი,დამცალე..
დახედე ხელებს.დაიხარე.მოფხოჭნე ტალახი.ვიცდი..

გზირიშვილი ქეთი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი