პოეზია · ლირიკა
ხელის ჩაქნევა
გტკენ…აი, ხომ ვიცი, გტკენ –არ ვარ ცუდი.მინდა, ისწავლო მოძრაობაზევიდან ქვევით…თითების გაშლა უფრო ძნელია,ვიდრე მარჯვენის ოდნავ აწევა –მკერდამდე არც კი.გამჭოლი მზერა უფრო მძიმეაფიქრების გასწვრივ,შეხების გასწვრივ,დღეების… ვიდრედამტვერილ ჭვინტების ცქერა.და თუ თითები გაშლილიადა რაც ეჭირათ,მიწაზეა ჩაცურებული,(რაკი ეგ ხელი მენჯთან ახლოს ისე ქანაობს,როგორც ვესტერნში –წამით ადრე „კოლტის“ სროლამდე)მე არ ვარ ცუდი,სიჩუმეს ვარღვევ –მინდა, რომ შეძლოფრთხილად დაშვებამოლოდინიდან.