↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხმა

გოგიბედაშვილი დავით–დეფი

2026-07-182 წთ საკითხავი1231 ნახვა

—
რასაც განვიცდი, რასაც ვეხები...რასაც ვპოულობ და რასაც ვკარგავ...ქარი ჩაიცვამს კაბას ვერხვებისდა ჩემს საწუთროს ფოთლებით ართავს,
ართავს და ალბათ, დავთმობ სიცოცხლეს,რასაც ვივიწყებ და რაც სულ მახსოვს,გინდ სტრიქონების ცეცხლზე იწვოდეს,ყოველი სიტყვა, ხმა რომ დაათბო,
ღამე იშიშვლებს თავს განთიადთანდა ახლაც მათოვს შუქის ლიცლიცი,მსოფლიო შიში ადამიანთა...ოჰ რამდენ რამეს ვნახავდი, იცი?
ვნახავდი სამყაროს, შექმნის დღეებში,შუამდინარეთის წალკოტებს, ღვთისად,ვნახავდი ეგვიპტეს, რა რომ ხელებს შლისვნახავდი მოსეს ზღვის გაყოფისას,
ცხენის ფლოქვებში, ჯიში არაბულითცამ ვარსკვლავები რიცხვებად შეკრადა ქურუმებთან სულგანაბულივნახავდი ქართული ანბანის შექმნას,
ვნახავდი ერებს, ნასიზმრალთ იქვეჰიმალაების ზენა ნირვანას,ბუდას ვნახავდი სხივების ჩრდილქვეშსხივმა ფიქრებთან ჩამოივანა,
ვნახავდი ქვეყნებს, ვნახავდი ანტიკას,ულისეს ვნახავდი, მოგზაურობასდა მეტყველების ზნე გრამატიკაცსაკაცობრიო ლოცვას უფრო ჰგავს,
ვნახავდი რომის ქუჩებში რბოლასდა ზეთისხილის ბაღებში წყნარ მზესდა ალბათ სუნთქვაც შემეკვრებოდათუ კი ვნახავდი მაცხოვარს წყალზე,
თუ გავყვებოდი და ღია ცის ქვეშახლაც, ამ მიწას ყურს თუ მივადებხმები კვლავ ისმის და ღრიალით თქეშსცა ისევ მორთავს ელვის გმინვამდე,
შოთა რუსთაველს, მიქელანჯელოს,საიდუმლოებს ხსნა არ ეღირსათ,დიდი სიჩუმის რომ დავიჯეროლუდვიგს ვნახავდი, მთვარის წერისას,
ედგარს ვნახავდი, ანაბელ ლისთვისრა შთაგონებით რითმავდა წყევლას,ან მარგალიტებს რა გადაითვლისდა სათითაოდ, ცალცალკე, ყველას
რა ხმა დაიტევს მშვიდობებს, ომებს,მთავარსარდალებს და მხედართმთავრებს,ღმერთებს უღმრთონი ყოველთვის გმობენუკვდავს მოკვდავი ვერაფერს ავნებს,
ვნახავდი გარეთ, კოსმოსის გარეთ,უსასრულობა თუ არის მართლაც,ავაშტერებდი სახეს და თვალებსსულის ცხონებად და სულის დაღლად...
რადგან განვიცდი, რადგან ვეხები,რადგან ვპოულობ და რადგან ვკარგავ,ქარიც გაიხდის კაბას ვერხვებისფოთლებს მისსავე ფოთლებით ართავს.
10 თებერვალი 2009 წ
გოგიბედაშვილი დავით–დეფი

გოგიბედაშვილი დავით–დეფი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი