↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხილვის ნათებანი

გოგიბედაშვილი დავით–დეფი

2026-07-181 წთ საკითხავი1234 ნახვა

—
მანქანის ნომრები, მისამართები,გადასასვლელი და სადარბაზო,შენი სახლისკენ მივემართები,შენთან შეხვედრას ქუჩა მთავაზობს,
ქუჩა ახალი ბზარით გავხაზე,ბზარში ბალახმა ამოყო თავი,წამით შევკრთი და სხივმოალმასეგზის დანახვაზე გზად მომყოლთანი
სართულებს ვითვლი, ასი, ასოცი,ცათამბრჯენია თვით მონატრება,დიდხანს ლოდინით თითქოს გავოცდი,რა დამრჩენია, ღვთის მონად რჩება
მეტრო, რეკლამა, ანარეკლებიდა მაკინტოშის ეკრანზე შუქი,ლაზერის თრთოლვას განა ვეყრებიზედ გლობალური სიჩუმე, გჩუქნი,
ინდოეთში ხარ? ნიუ-იორკში ხარ?ჩემი ლექსების კრებული თან გაქვს?იქნებ რომანი ყველას გერჩივნა,მებაღესავით წალკოტში დაგრგავს,
ისევ ნომრები ბევრ მანქანების,ერთმანეთს დღეღამ როგორ დასდევენ,სიზმრად მივფრინავ, მივექანები,ბრილიანტები მოგოლს ბრალს სდებენ,
რას დავემალო? ანდა შევხვდე? რას?გადასასვლელი და სადარბაზო,თვით მონატრება შენთან შეხვადრას,როგორც სიკვდილთან ისე მთავაზობს,
თუ გესმის ჩემი, თუ გესმის ახლაგულზე ბეჭედად ისევ თუ შენ მდებ,ხილვის ალმურებს თუ მესვრი მართლაც,დაე მიყვარდე, ათას წლის შემდეგ.
გოგიბედაშვილი დავით–დეფი

გოგიბედაშვილი დავით–დეფი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი