↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ამოდის მთვარე და მაღლა იწევს

ტერენტი გრანელი 1898–1934

2026-07-181 წთ საკითხავი10103 ნახვა

—
ამოდის მთვარე და მაღლა იწევს,დღეს შაბათია, ხვალ დღეა უქმი.თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევსაწერ მაგიდას ეცემა შუქი.
ხვალ გათენდება დღე უცნაურიდა შორს ღრუბლებით ცა დაისერა.მესმის ქუჩიდან ფეხის ხმაური,მესმის ქუჩიდან ნელი სიმღერა.
მოვა დღე, როცა მე არ ვიქნები,ძვირფასო, ეს დროც გაივლის ალბათ.ჩემს წინ აწყვია ძველი წიგნები,ჩემს წინ სკამია და კიდევ ლამპა.
ამოდის მთვარე და მაღლა იწევს,დღეს შაბათია, ხვალ დღეა უქმი.თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევსაწერ მაგიდას ეცემა შუქი.
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი