↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არავინ არის, გული დაობლდა

ტერენტი გრანელი 1898–1934

2026-07-181 წთ საკითხავი10103 ნახვა

—
არავინ არის, გული დაობლდა,მიწაზე წვება ხეების ჩრდილი.ეს ხომ კუკიის სასაფლაოადა სასაფლაო კარგია დილით.
ისევ ნოემბრის მზიანი დღეა,მიდიან დღენი უმეგობრობის.ძვირფას კლავდიას21 საფლავთან ვდგევარდა მაგონდება ახლა გობრონი.
ნოემბერია და ისევ გრილადა ვხედავ, ცისკენ მიფრინავს ქორი.გარშემო ელავს მზიანი დილადა მე ვსეირნობ საფლავებს შორის.
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი