↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე შენს სულში

გულუა დათა

2026-07-181 წთ საკითხავი2294 ნახვა

—
მე შენს სულში გავიარე წმინდა ნაბიჯითდა ხელთ მეპყრა კელაპტარი ნარინჯისფერიდა დამსდევდა სიზმარი ლურჯი ბალიშითუკვდავება, უკარება ზღვისფერი
და სიმწრისგან ამიგია გონება,სადაც გნახავ, იმ გზას თან სდევს ცერბერიმე შენს გულში მივატოვე მონობა,და კალამი კვლავ გამიხდა ბებერი
სადაც გნახე იყავ ჯვარზე გაკრულიისე შორით, ვერ გაწვდენდი ხელებსჩემი ბედი დროის ალტზე დაკრულიშენ გუბე ხარ, მე კი _ მყრალი ღელე
ტყის ფერია შენი შუბლის ტოტებიდა უღრანი მაგ თვალების ღერძიყოველ ღამე, დღე, სიმწრისგან ვლოთდები,მე ვარ მკვდარი პოეზიის თერძი.
აქ ღრუბლები ბატკნებივით ეწყვნენ ცაზედა კვლავ ძოვდნენ ამ ქალაქის მტვერსვერ გიცანი დედოფალო ხმაზე,ვერ ვიცანი ეგ გვირგვინი დღეს
წვიმს და ისევ ზღვაზე სძინავთ შუქურებსმიილია ეს ღვინობის თვეცმე მივტირი გაზაფხულის ჩუქურთმებდა მზით გამთბარ მონაფერებ ხელს
სამუდამო საძინებელს ველოდიდა ფოთლებით ანატირებ ტყეს,მე ქვესკნელში კელაპტრებით ჩავრბოდიარ მეგონა და იქ დამხვდი შენ. . .
4.12.02თბილისი
გულუა დათა

გულუა დათა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი