პოეზია · ლირიკა
ვინ მომპარა მზე?
უკვე გაგუდა საათმა მაჯადა აღსასრულა ჰპოვა სასჯელი.მარადისობამ მოძებნა სადღაცმზე _ ამაზრზენი.
და აღარ ვიცი, რას დასდევს წამიქანქარის რხევას, თუ ლექსის ცხენებს,უკვე წვიმასაც არა აქვს ნამი,ვინ მომპარა მზე?
და თითქოს წუხელ არ იჯდა მთაზეთვით პოეზიის ცხრა ჰორიზონტი,დღეს კი შეკითხვით ეშმა ზის მხარზე:ვინ მოგპარა მზე?
ცას ჩამოლეწავს ლურჯი გრიგალიდა ამირანი მოიხევს მხრებს,ოღონდ მოშალეთ ზღვას ეს ხავილი,ვინ მომპარა მზე?
გზად ტლაპოებში მზის ღუზებივითგდიან ნიღბები გვამების დღეს,მეტაფორები მეკითხებოდნენ,ვინ მოგვპარა მზე?
მე შიშს ვეჯექი აღსარებაზედა ყრუ ტკივილი მიგუდავს ხმებს,ვისთან მივიდე ზიარებაზე,ვინც მომპარა მზე?
და თუ ამ ფირალს ჰქვია ცხოვრება,მისი ნაბადი ემოსა მტვერს,სჯობს, ვიქცე ფერფლად, მის დამონებას,მე თუ ის მპარავს მზეს.
მე დავესწარი მთვარის პარაკლისსდა ღვინით სავსე რქებს.ნთქამდა თვით ღამე, ღამე მომავლისუხმო შეკითხვით: ვინ გვპარავს მზეს?
დღეს ვიმუხლები ლურჯი წერაქვით,ვთლი მარტოობის ტაძრების სვეტს.ისმის ორღანის ჰანგი ფერადი:ვინ მომპარა მზე?
და ჩემს ქუჩაზე, სადაც ქალაქიუსიყვარულო ბინდებს გვპირდება,დგას მონუმენტი მწერლის მაღალი,დგას არა ბინდი, დგას შებინდება.
მაშინ მოვუსწროთ ელვის ეპოქასთვით ალიონის მოვუსწროთ ქუსლებს,მოვუსწროთ ბოლო გედის მეფობას,სიკვდილს სულ წამით, წამით რომ უსწრებს.
დღეს, იცით, მიწის ბოლო ბრუნია,ბოლოჯერ მღერის კოვენ-გარდენიდა თუე ს ისევ ჟამის წუნია,მაშ, დასაკეფი დაგვრჩა ვარდები.
თუმცა ჩემს გულში წევს კიდობანი,მე ამ გოდოლმა დამიხსნა სული,მას სიყვარულის აქვს ჭრილობანი,მას ხორცის წარღვნის ატყვია წყლული.
შენ, მეგობარო, გთხოვ, მომიცადე!თუ სიკვდილია, ბოლოჯერ იყოს,მე მას შევხვდები პირმომცინარევით გალაქტიკად ამაყი იო.
თუ, გათენებავ, შენს ტაძარში ვარ,მე ხვალ არწივის შეგწირავ ფრთებს,გთხოვ, პოეზიავ, ნუ მიმატოვებკაბადონს ნუღარ მოსტაცებ მზეს. . .
23.08.2003წყნეთი