↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სამუდამოდ

დანელია ბათუ

2026-07-181 წთ საკითხავი3610 ნახვა

—
ერთხელ უნდა სახვეჭ მარჯნებსშეაქციო ზურგი მარჯვედდა პირისპირ სულთან დარჩე...და ცა სვა და მიწა ჭამო,ვიდრე წახვალ სამუდამოდ!
ერთხელ უნდა ნატვრის ყვავილსმოაშორო მზერა კრავისდა აფრებით მორთო ნავიდა მოისხა ხსოვნა ამო,ვიდრე წახვალ სამუდამოდ!
ერთხელ უნდა სთხოვო ციერს _გაგიშალოს ფრთები ძლიერ,ბოძებული თავის მიერდა იცინო მოსვლის გამო,ვიდრე წახვალ სამუდამოდ!
და არ უნდა დარჩეს არსადაქ რამეზე შენი არზა,რომ დასწყვიტო გული ქარსაც,თვალი თოვლსაც დაუნამოდა წახვიდე სამუდამოდ!
დანელია ბათუ

დანელია ბათუ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი