↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცხოვრება ქვებში

რატიანი ზვიად

2026-07-181 წთ საკითხავი7572 ნახვა

—
გასაგებია ყველაფერი.მეც სწორედ მსგავსი სიბრძნეებით ვისულელებდიჩემს გულს, მაგრამ გაიწელა –
ეს ჟამი ქვების შეგროვების – სწორად ვამბობ? – ჰოდა ეს ჟამიუსაშველოდ, სამარცხვინოდ გაიწელა:შეგროვილია ყველა ლოდი და ყველა კენჭი,უზარმაზარი გალავანი ამოშენდაჩემს გარშემო,და იმსიმაღლე –გინდაც მოვიდეს ჟამი სროლის,ალბათ ყველაზე მსუბუქ კენჭსაც ვერ გადავაცდენ,ვერ გადავაგდებ გალავნის მიღმა.
განძრევისაც კი მეშინია – შეიძლება ჩამოიშალონეს ჩემი წლობით ნაგროვები მეტყველი ქვებიდა მომსრისონ. ვზივარ უძრავად
და ყველა ქვას სათითაოდ ვათვალიერებ;ზოგიერთი მიყვარდება,მაგრამ ვერ ვუმხელ.

რატიანი ზვიად: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი