↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წერილი საიდუმლო დედას

რატიანი ზვიად

2026-07-1811 წთ საკითხავი7575 ნახვა

—
"This is my letter to the WorldThat never wrote to MeThe simple News..."ემილი დიკინსონი
ისევ იმ ძველი სიყვარულით და იმ ძველივეერთგულებით გესალმები. წლების მანძილზეარ გწერდი, რადგან იყო ეჭვი, რომ ჩემს წერილებსვიღაც კითხულობს. ალბათ არც ისესაფუძვლიანი იყო ეჭვი, ალბათ თვითონვეგამოვუგონე იგი ჩემს თავს, ხვდები, რატომაც.რათა დროებით დაგმალვოდი. იმედს ვიტოვებ,რომ მაპატიებ ამ სისუსტეს. ყველამ დამტოვა.
* * *„ყველამ დამტოვა“ ტყუილია და ეს ნათქვამიმიიღე, როგორც ნივთმტკიცება ჩემი ბინძურიუმადურობის; ერთადერთის, რაც მაიძულებსვწერო ლექსები. ყველა მათგანი– ვგულისხმობ ლექსებს – არ შეიცავს თუმცა ოცნებასან იმას, რასაც ანდაზაში გულისხმობს ხავსი,მე მაინც მიყვარს მათი წერა: როცა მოძვრებაგულიდან რაღაც, გარეგნულად – ტკივილის მსგავსი.ოღონდ ხაზს ვუსვამ, გარეგნულად! საერთოდ, არსიდღეს უკვე არის არა სიღრმე, არამედ გარსი.
რაც ლამაზია, ყველაფერი არ იკოცნება.შესაბამისად, მეც მრჩება შანსიგავხდე მორწმუნე. თუნდაც მხოლოდ ლექსის ფარგლებში.და მე ამ შანსით ვისარგებლებ. ახლა ადრეა.რწმენა მოიცდის, მირჩევნია ფეხის ათრევა.თუ თვლი, რომ მსგავსი მკრეხელობა არ მეკადრება,მაშინ სხვანაირ ცხოვრებაში უნდა გაგეშვი.
* * *მე ახლა ვზივარ სამსახურში და ჩემს გარშემოა რ ა ფ ე რ ი ა, თუ არ ჩავთვლით აპარატურას,კომპიუტერებს, დანადგარებს. სწორედ საჩემოარის გარემო, რასაც მხატვრულადგაუცხოებას უწოდებენ. და ეს ბუნაგი,მავთულებით და ნათურებით უხვად მორთული,დღეს ჩემთვის არის უფრო უნაკლო,უფრო მშვიდია და კომფორტული,ვიდრე ბუნება, – სხვა რა გითხრა? – ვიდრე საწოლი,ან ვიდრე ძუძუ, თვინიერი, ჯერ–არ–ნაწოვი.
რაც მთავარია, ამ კედლებში არასდროს ვნანობ,რომ, ვთქვათ, წარსულში ვეღარაფერს ვეღარ გადავშლი;ანუ აქ მართლა მარტო ვარ, ანუ„ყველამ დამტოვა“ რჩება ძალაში.
* * *ისევ იმ ძველი სიყვარულით, როგორც გითხარი,და იმ ძველივე ერთგულებით, როგორც დავძინე,გესალმები და, იმედია, თუმცა სიხარულსარ მოგანიჭებს ეს წერილი, არც დაგამძიმებს.წლები მიდიან, და თანდათან გადავიხარეიმ აზრისაკენ, რომ შენს გარდა ყველა მამცირებს.
ჩემი არ ჯერათ. თითქოს ჯერათ, მაგრამ არ ჯერათ.მე ამას ვგრძნობ და, შესაძლოა, არათუ ძველისიყვარულით და ერთგულებით, იქნებ ასჯერაცმეტი სითბოთი გესალმები. არადა წერილსეს არ ეტყობა. და პირიქით, თითქმის არცერთიგულწრფელი ფრაზა აქ არ არის, ანდა ითავსებსრაღაც ხელოვნურს და უკადრისს, რადგან აქცენტიგადატანილი არის რითმაზე.
* * *შევეშვათ რითმებს. კარგად იცი, მათი შეწევნითვინმეს მოხიბლვა დიდ გმირობად აღარ ითვლება.მეც არასოდეს – ესეც იცი – მათ არ ვეძებდი(ეს შენც იცი და, მგონი, რითმებმაც),რაც ალბათ კუჭის გავლენაა: მიყვარს კერძები,რომელთაც დაჭრა არ ჭირდება და მიირთმევაარა დანით და არა ჩანგლით, არამედ ხელით.და თუ ამ სქემას გადავიტანთ ლექსებზე, მაშინმე მიყვარს ცივი პოეზია და არა ცხელი,არა წვნიანში ჩალბობილი, არამედ ხმელი,რომელიც თითქმის ქვავდება ხმაში.
* * *გიგზავნი ლექსებს, ოღონდ ძველებს. ახლები არ მაქვს.ბევრი არ არის, ათიოდე იქნება ერთად.როგორც დედასთან არ მრცხვენია, გასარეცხ საცვალსროცა მივუგდებ, ისევე შენთანმე არ მრცხვენია ამ ლექსების. და თუ მრცხვენია,მხოლოდ იმისი, რომ ბოლომდე ვერც მათ მივანდეყველა ტყუილი ჩემს შესახებ, შემყვა სიმართლეც,ხოლო სიმართლე – მოსაწყენია.
* * *ლექსი რა არის? არაფერი. მხოლოდ ნაწერი.ვერ გადაარჩევს ტყუილ–მართალს, როგორც საცერი.ისიც არ იცის, შენ ვინა ხარ, ვისი მბაძველი.ან მაგიდასთან მთელი ღამე რისთვის გაძელი.ის ვერ იქნება ბრალმდებელი, და ვერც დამცველი,რადგან უბრალოდ ნაწერია, მხოლოდ ნაწერი,სადაც სივრცეში შეზღუდულ და დროში გაწელილსევდას ათავსებ. რა თქმა უნდა, ქებას არც ელი.
მისთვის არავინ არ დაგადგამს დაფნის გვირგვინებს.უფრო პირიქით: ამ სევდასაც ვიღაც გიგინებს.რაც, თავისთავად, საწყენია, მაგრამ გაძელი.რამდენჯერ მითქვამს, ვიმეორებ ახლაც იგივეს:დაე, ლექსებმა ჩემს შესახებ მეტი იცრუონდა მომაწერონ, რაც არა ვარ. ნება მათია.რაც არ მიქნია, დამაბრალონ. მე კი ვკისრულობ,რომ მათ არაფერს არ დავუშლი. დემოკრატია.
* * *დღეს მშრალი ხიდით ვორონცოვზე გადავდიოდი.მზე ჩადიოდა და ღვიოდა მუქ–მოწითალოდთუ მოყავისფროდ ყველაფერი – მტკვარიც, მიდამოც.რაღაც ნაცნობი ფერი იყო; მგონი, იოდის.ხიდის მოაჯირს დავეყრდენი, წავიპოეტე.ვუმზერდი წყალს და ირიბ მზეში გათქვეფილ ჭადრებს.თითქმის გულწრფელად გავიფიქრე: უკვე მოვედი,და მტკვარს ჩავხედე (ასეთი რამ მომხდარა ადრეც;მოხდება მერეც) და რაღაცა მანიშნა მტკვარმა...შენ ცუდს ნურაფერს გაიფიქრებ, მხოლოდ ვთამაშობ.და ვიცი ცურვაც! მართალია, მთლად თევზიც არ ვარ,მაგრამ არც მტკვარი არის ლამანში –
გადავცურავდი. რა თქმა უნდა, საქმე აქამდეაღარ მისულა. გამოვფხიზლდი, ჩემ გზას გავყევიდა უკან დამრჩა მშრალი ხიდიც, მღვრიე ნაკადიცმთელი თავისი ანკესებით, და ბაყაყებით.
* * *და გადავედი მოედანზე. იქ შემხვდა ქალი.ასაკით უფრო გოგო ეთქმის, მაგრამ აბერებსრუხი თავშალი. მორწმუნეა. ანუ მხევალიუფლისა ჩვენის. მუდამ მაბნევენმსგავსი ქალები. არის მათში რაღაც უსულო.შემხვდა და რაღაც მომილოცა, მისურვა, მრავალსკიდევ დავესწრო ღვთის შეწევნით. და მეც ვუსურვე.რას მილოცავდა, აღარ მითხრა. ჩათვალა, არ ვარისეთი კაცი, არ ვიცოდე. ძალიან შეცდა.შობა–აღდგომა–გიორგობა, ამაზე მეტიმე სხვა თარიღი არც მცოდნია არასდროს; მეც დაალბათ თვითონაც სამი წლის წინ. ეს ქალი ერთითითქმის ლამაზი გოგო იყო სამი წლის წინათ.მე მას ვიხსენებ ჩვეულებრივს, მუდამ მხიარულს.რამ დააგროვა მის სიტყვებში ამდენი რკინა?ვემშვიდობები; მიწვდის სანთელს, ნაკურთხიაო.
* * *რატომ გიყვები ამ ყველაფერს? რატომ ჩავთვალე,რომ ის ხარ, ვისაც ყველაფერი უნდა გავანდო?რაც უფრო ვტყუი, შენ მითუფრო რად ხარ მართალი?ან რატომ ვცდილობ, წარმოსახვა დავიავადოშენით, რომელიც, თუ არსებობ, მისით არსებობ,ამ წარმოსახვით. ის ყოველდღე გშლის და ხელახლახატავს შენს სახეს, შენს ბაგეებს, თვალებს, ასევეგიცვლის სახელებს, მაგრამ შენახვაარ შეუძლია შენი ხატის; და სულ იცვლები.და თუკი რამე არ იცვლება – მხოლოდ სიბნელე,რომელშიც ზიხარ და მიყურებ გაფაციცებით.და გსიამოვნებს, როცა ვიბნევი.
* * *მე ახლა ვზივარ სამსახურში, ირგვლივ – შკალები,დანადგარები, ეკრანები, ძნელი ნივთები,რომლებშიც თითქმის ვერ ვერკვევი; არც ვეკარები.დანადგარები ასხივებენ. და მე ვსხივდები.გარეთ ცდილობს და ვერ ღამდება. მე აქ ვარ მარტო.ღამის დარაჯი. თუ მორიგე. რაღაც ასეთი.თურმე ტყუილად, სულ ტყუილად არ ვაფასებდიასეთ საქმეებს: გამორთო, ჩართოდა არაფერზე არ იფიქრო. ჩემში მატულობსმექანიკური ორეული, რომელიც ათევსთვითნაკეთ ღამეს; რომლის ხელი ავტომატურადჯიბეში ეძებს სანთებელას... პოულობს სანთელს.
გადატეხილა. ორი თითით ვსრეს და ვამრთელებ.რისთვის – არ ვიცი, მაგრამ ვიცი – უნდა ავანთო.დანადგარები ასხივებენ, იწვის სანთელი.იწვის უმიზნოდ. უფრო სწორად, უმისამართოდ.
* * *იწვის სანთელი და ანათებს ფურცლის მართკუთხედს.ცდილობს ჩაქრობას; ვეხმარები ცივი თითებით.არ მაშინებდეს ერთი სიტყვა, სიტყვა „ნაკურთხი“,ეჭვი არაა, შენ დაგინთებდისანთელს, და იგი ჩემთვის უცხო, შენთვის კი ალბათნაცნობ ენაზე გიამბობდა ამ საღამომდისჩემს ცხოვრებაში მომხდარ ყველა მოსაწყენ ამბავს,ოღონდ არც ისე მოსაწყენად, მე რომ გამომდის.
* * *შენ იცი, ვინც ხარ. მე არ ვიცი. თუკი რითიმეამჟღავნებ შენს თავს, მხოლოდ ერთით: ფურცლის სიღრმეშირამდენჯერ თითქმის გასაგონად ამოიხვნეშე,რამდენჯერ თითქმის მომეჩვენა, როგორ ქვითინებ...
რამდენჯერ იყო, ვათხრევინე ფურცელი კალამს,ფურცლის ქათქათა ზედაპირი, რომელიც გმალავს,ზამთრის რამდენი უსინათლო ღამე ვათენედა ტყუილია, რომ შეცდომა რამეს გვასწავლის:ამოვთხრიდი და ვრწმუნდებოდი – ეს მერამდენედ –სხვაში, ჯერ კიდევ ხელუხლებში, გადამასწარი.
* * *მე ახლა ვზივარ სამსახურში და მეყვინთება.ვაღებ ფანჯარას, რათა გრილი ჰაერის ტალღამგამომაფხიზლოს. სიბნელეა, და მხოლოდ მაღლაუხმოდ მიფრინავს თვითმფრინავი: ქრება, ინთებადა ისევ ქრება ალისფერი ციცქნა ნათურა...რა იქნებოდა – მომხდარიყო – და ამ ქვეყნიდანწავსულიყავი სადმე სხვაგან, სადაც ქართულადარვინ საუბრობს, არვინ მიცნობს, და იქ მეყიდასუვენირები, საჩუქრები – მათთვის, ვინც დამრჩასაქართველოში; და მეწერა ხელის კანკალითბოდიშნარევი წერილები: „მე თვითონ მტანჯავსეს განშორება, და ახია“ – რაღაც ამგვარი.
* * *შენ იცი, ვინც ხარ. მე არ ვიცი. მხოლოდ გიგზავნი– ისიც სულ უფრო იშვიათად – მოზრდილ ბარათებს,სადაც გიმტკიცებ, რომ არასდროს არ გიღალატებ,რაც ალბათ შენთვის სულერთია. შენი მიზანიალბათ არასდროს არ ყოფილა ჩემი ბავშვურისიყვარული და ერთგულება; არც ის გადარდებს,თუ ვეღარაფერს ვეღარ დავწერ, – რაც, სხვათაშორის,მალე მომელის, თუკი მანამდერაღაც არ მოხდა ცხოვრებაში: თან უეცარიდა თან სწორედაც მოსახდენი, ნალოდინები.თუ ისე დარჩა ყველაფერი, როგორც დღეს არი,ძველი წყლითა და სადინარით, ძველი დინებით.
ქარი წაიღებს ჩემს წერილებს. არ გამოვრიცხავ,რომ ის წაიღებს არა მხოლოდ თავის მოტანილს;კიდევ რაღაცას გაიყოლებს... თუ არ მოირწყა,წალკოტიც ისე გადახმება, როგორც ბოსტანი.
* * *მე ახლა ვზივარ სამსახურში... მე ახლა ვწევაროქროს ქვიშაზე, თბილ ქვიშაზე. ჩემი ტერფებიდროგამოშვებით ისუსხება გრილი შხეფებითმორიგი ტალღის. ცა ირწევა, და მისი რწევამიდუნებს თვალებს, და მაძინებს, და მე ვნებდებიბედნიერ სიზმარს, პირველივეს, და ვიწყებ წერას.
მე ვიწყებ წერას. ვიწყებ წერას. ვიწყებ. ვიწყები.ფურცლის სიღრმეში დასანგრული, შენ მითვალთვალებდა ასო–ასო მითვლი სიტყვებს, როგორც მრიცხველი;მე ვიწყებ წერას, ანუ ვამთავრებცხოვრებას – უკვე მერამდენედ! – ანუ ვიმსხვრევიდა ვეფინები დედამიწას, მთვარეს, პლანეტებს,და მათთან ერთად ვმთლიანდები... ანუ ვამეტებ.
* * *არა იმიტომ ვიწყებ წერას, რომ როცა ფარდაგადაიწია, გარეთ რაღაც ლამაზი ჩანდა,ვთქვათ – გაზაფხული, ან ყვითელი ფოთლების ფანტვა,ან მოთამაშე მშვენიერი ბავშვები, ანდაქალი, რომელსაც ვეღარაფერს მოარგებ, გარდადავიწყებისა. ვიწყებ წერას, რადგანაც ვებრძვიჩემს თანდაყოლილ სიარაფრეს, რომელსაც მუდამვგრძნობდი თვალებით, და ხელებით, ფილტვებით, თუნდაცკანის ყოველი უჯრედით და ყოველი ბეწვით.
* * *ისევ იმ ძველი სიყვარულით და იმ ძველივეერთგულებით გესალმები (ამასთანავეგულიდან თითქმის უნებლიედ გადმოცვენილისიტყვებითა და იმ ყველაფრით, რასაც მალავენან ვერ მალავენ ეს სიტყვები), და ძველი, ძველიგულუბრყვილობით გესალმები, ხოლო ქაღალდზემორჩილად კაწრავს მორჩილ სიტყვებს მორჩილი ხელიარა იმიტომ, რა თქმა უნდა, რომ მე რაღაცითუბედური ვარ, ან პირიქით, ან სხვას უკეთესსვერაფერს შევძლებ, ან ძარღვებში უცებ იყივლებსსისხლის ერთი ურჩი წვეთი, ან, მითუმეტეს,რომ მაქვს უფლება სიტყვის (იხილეთ
კონსტიტუცია); ვიწყებ წერას, რომ იშვიათადდა ისიც წამით, მაგრამ მოვწყდე – მიწას, იატაკს,ცხოვრებას – დაშლილს ამდენ სიზმრად, ცხადად, ეტაპად,სამსახურებად, ქალაქებად, მკვდრებად, სუფრებად,რომ მოვიპოვო ერთადერთი ტკბილი უფლება –უფლება სიბერის... ასაკისდა მიუხედავად.

რატიანი ზვიად: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი