↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი სიყვარული

რატიანი ზვიად

2026-07-181 წთ საკითხავი7577 ნახვა

—
ეს ძაღლი,რაც თავი მახსოვს,ყოვლღამე ყეფდა ჩემს სახლთან.
რამდენჯერ დაიკარგა – მაგრამ უშედეგოდ,რამდენჯერ მოკვდა – ისევ უშედეგოდ,ყოველღამე ყეფდა ჩემს სახლთან.
რამდენი სახლი მოვიცვალე,ყოველღამე ყეფდა ჩემს სახლთან.
ერთხელაც იყო, თვითონ მოვკვდი.მხიარული დავდიოდი ბნელ გვირაბებში.ვეძებდი და ვპოულობდი ჩემზე ადრე გარდაცვლილ ჩემებს.მიკვირდა, თუკი მიხსენებდნენ.
სადღაც ცხოვრება გრძელდებოდა.
იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მტიროდნენ.
ყოველღამე სულ სხვა ძაღლიყეფდა ჩემს სახლთან.

რატიანი ზვიად: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი