↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უკანასკნელი ლექსი შენზე

რატიანი ზვიად

2005-05-121 წთ საკითხავი7578 ნახვა

—
მე მინდა გითხრა რაიმე ისეთი,რაც ჩემს თავს შეგაცოდებს...მე ასე მინდა !მე არა ვარ ახლა ქუჩაში,არა ვარ გაყინული,არა ვარ მოტყუებული,არა ვარ შეშინებული...მაგრამ მე მაინცმინდა გითხრა რამე ისეთი,რაც ჩემს თავს შეგაცოდებს !მე ახლა ვწევარმე ვწევარრაღაც გაურთულებელი სიმშვიდით,რაღაც ძალიან ჩემი დაძალიან მახლობელი სიჩუმის გარემოცვაშიდა ვფიქრობ:რა შემიძლია გითხრა ისეთი,რაც ჩემს თავს შეგაცოდებს...მე მინდა წარმოვიდგინოშენი შემოსვლა ოთახში.მე მინდა წარმოვიდგინოჩემი დახვედრა...მე არ მინდა შეგაცოდო თავი ჩემი ძველი ტკივილებით,არც ძველი სისულელეებით,ერთ დროს საშინელ წვიმაში დგომითერთ დროს ტირილით...დღეს მე ვარ კარგადდა მე მინდა შეგაცოდო თავიჩემი დღევანდელი კარგადყოფნით,ჩემი დღევანდელი სიმშვიდით,რადგან ეს სიმშვიდე და კარგად ყოფნაკიდევ ერთხელ შემახსენებს იმას,რომ ჩემგან გავიდა სიყვარული.მე მინდოდა მეთქვა რამე ისეთი,რაც ჩემსთავს შეგაცოდებდადა გეუბნები:"მე აღარ მიყვარხარ შენ ! "

რატიანი ზვიად: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი