↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სხვა ნაპირი. ფრაგმენტი

რატიანი ზვიად

2026-07-181 წთ საკითხავი7582 ნახვა

—
მზე ჩადიოდა სადღაც განზე, ზღვაში არა,და ზღვაც იყო სხვანაირი, ჩრდილოური,ზედაპირის უჩვეულოდ გლუვი ქსოვილითდა თითქმის მოუხელთებელი, სიფრიფანა ჰორიზონტით,რომლის ზოლი გაცილებით ახლოს ჩანდა,ვიდრე იმ მეორე, ერთადერთ ზღვაში,რომელიც მენახა. და მე, ცხრამეტი წლისდა ცოტათი გაკვირვეულიც, რომ თურმე ზღვებიც კი არ გვანან ერთმანეთს,სიხარულით შევყურებდი ულამაზეს რუს გოგონას,რომელიც წყლიდან ნაპირისკენ გამოდიოდანელა, ბორძიკით – რადგან ქვიანი იყო ფსკერი. მზე ჩადიოდადა აბრწყინებდა ზღვის მლაშე წყლით მოსარკულ სხეულს,მე კი ვიყავი ცხრამეტი წლის, უწარსულო, და ვერ ვხვდებოდი,რომ სულ ესაა სილამაზე: რამდენიმე თბილი ფერისიღბლიანი შეხამება, სხვა არაფერი...

რატიანი ზვიად: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი