პოეზია · ლირიკა
რექვიემი ცოცხლებისათვის
რა დავაშავეთ ჩვენ,როცა გზას ვუკვალავდით მზეს ცივი სახლისკენ?ჩვენი სიმართლე შეირყა.ჩვენმა შეყვარებულებმა შხამისფრად გადაიღებეს თმები.ჩვენი ბავშვობის საწოლებიუკაცრიელ ქუჩებში დაწვესშემცივნულმა ჯარისკაცებმა,ხოლო სამშობლო გარდაცვლილ მამას ჩავაყოლეთ გულისჯიბეში,როგორც ძვირფასი ნივთი.მამა გიჟი იყო.მე ვიჯექი უცხო ქალაქის ცივ კაფეში.მეზობელი მაგიდიდან გადმომაწოდესგაკრული ხელით ნაწერი ლექსი,მე კი მუნჯური ჟესტებით და მიმიკებით ავუხსენი,რომ მათი ენა უცხოა ჩემთვის.კაფეს კუთხეში მარტოდმარტო იჯდა ბიჭუნა,დამცინავად მიყურებდნენ მისი თვალები.რა დავაშავეთ ჩვენ, როცა ქურდულად გადავძვერითმავთულხლართებზედა შევიპარეთ აკრძალულ მინდორში,რათა მოგვეწყვიტა ორი-სამი თბილი ყვავილიისე, ყოველი შემთხვევისთვის.მე ვიდექი უცხო ქალაქის მდინარესთან,ზემოთ კი, ხიდის მოაჯირზე, იდგა ბიჭუნადა სულ ტყუილად ავძახოდი: არ გაბედო, ცურვა არ იცი...ის ჩაეხეთქა მღვრიე წყალშიდა რატომღაც წყალს არ დასცდა არცერთი შხეფი;და მერე დიდხანს სულ ტყუილად გავყურებდიმდორე დინებასრა დავაშავეთ ჩვენ,როცა კოცნისას ვერ მოვთოკეთ სიყვარულიდა თვითმკვლელობა დავანებეთ. ხოლო ცოდვა მაშინ ვიგრძენით,როცა უაზროდ დავყურებდითთეთრ ზეწარზემოწყვეტილი ყვავილების ყუნწებივითმიყრილ სუსტ ფეხებსდა მკვდრის ღიად დარჩენილი თვალივით შეხსნილსაშოს, ჯოჯოხეთს.მე ვიწექი უცხო ქალაქის სასტუმროშიდა ვფიქრობდი მეგობარზე, რომლსაც დავცინეთ.კვამლით გაბუღულ ბნელ დარბაზშიის ქვითინით კითხულობდასაყვარელი ქალისადმი მიძღვნილ სტრიქონებს,ჩვენ კი ვისხედით ბოლო რიგში და სიცილით ვიგუდებოდით.როცა ის მოკვდა, მეგობარი,ის მოკვდა და მეტი არავინ.რა დავაშავეთ ჩვენ, როცა ყველაფერს ვიჯერებდით,რასაც ვერ ვგრძნობდით?ჩვენ ვიჯერებდით ყველაფერს,რასაც არ ქონდა სუნი, რასაც არ ქონდა გემო,რასაც არ ერქვა სამშობლო,და ზამთარ-ზაფხულ უნაყოფო ხეს ვარხევდით,ვარხევდით,ვარხევდით,და ვაშლი რაა, ხეს ერთხელაც არ დაცვივდა მკვდარი ჩიტები.რა დავაშავეთ? ჩვენ ხომ მხოლოდ თავს ვიტყუებდით,როცა ცხოვრებას ვიწუნებდით;შესაძლოა, ჩვენ არ გვქონდა ცუდი მიზნები.შესაძლოა, ჩვენ ვფიქრობდით დიდებაზეც,რათა მისი ბრჭყვიალა მტვერიდიდსულოვნად დაგვებერტყა სამშობლოს მხრებზეც,ოღონდ შემდეგ, რა თქმა უნდა, სიკვდილის შემდეგ.ადამიანი შეიძლება იყოს ბოროტიც, სულ ეს იყო, რაც დაგვასწავლესდა გამოგვისტუმრეს აქეთ, ცხოვრებაში,რომელიც ისეთი ძნელიც არ გამოდგა, როგორც გვაფრთხილებდნენ,არც ისე ადვილი, თვითონ რომ გვეგონა.ადამიანი შეიძლება იყოს კეთილიც, ვუთხარი ჩემს შვილსდა გაკვირვებით რომ შემხედა, თვალი ჩავუკარი.ადამიანი შეიძლება, გავუმეორე, შეიძლება ადამიანი.რა დავაშავეთ ჩვენ,როცა ყიჟინით შევუერთდით აჩრდილ-მეომრებს,რომლებმაც ყველას დაგვირიგეს თითო მაშხალადა მთელი ღამე ჩაგვძახოდნენ უცნაურ სიტყვებს –სამშობლოს მიაჩნია,სამშობლო ვარაუდობს,სამშობლოს ესმის...მთელი ღამე გუგუნებდა მიკროფონი,ტორტმანებდა მოედანიდა კედლები იბზარებოდა.ან გამარჯვება ან სიკვდილი,ღნაოდნენ ჩვილებისამშობიაროს დაგმანული ფანჯრებიდანდა ექოდ ჭექდა დერეფნებში:სიკვდილი, სიკვდილი...რატომ, ვკითხულიბდიუცხო ქალაქის ბნელ ტაძარში,რატომასეთი უკიდურესობები,ხომ შეიძლება იყოს ორივე,ხან სამოთხე,ხან ჯოჯოხეთი,ვკითხულობდიუცხო ქალაქის ბნელ ტაძარში,სადაც იდგა პატარა კუბოდა მე ვხვდებოდი, ვინ იწვა მასში.ნუთუ მე მხოლოდ ჯოჯოხეთი დავიმსახურე?მითუფრო ნუთუ მხოლოდ სამოთხე?რატომ, ვკითხულობდი, ასეთი უკიდურესობები,
ხომ შეიძლება იყოს ორივე,ხან სიცოცხლე,ხან კი სიკვდილი,ვკითხულობდიუცხო ქალაქის ბნელ ტაძარში;სამწუხაროდ, არ ვიცოდი არცერთი ლოცვადა ხატებზეც, სამწუხაროდ, ვერავის ვცნობდი,კუბოში კი სხვის მაგიერ იწვა ბიჭუნა,შესაძლოა, ჩემს მაგიერ... რა საწყენია.…რა დავაშავეთ ჩვენ,როცა შიშით შევცინოდით ბებერ მეფეებსდა ვარწმუნებდით, რომ იღბლიან ვარსკვავზე გაჩნდნენ,ვახსენებდით, თუ როგორი მშვენიერი იყო ცხოვრება:მათი ვაჟები-ვამპირები გმირულად მოკვდნენ,ქალიშვილები დროულად გაბოზდნენ,მათი ბიზნესი – ჰოსპიტალი ღია ცის ქვეშდა იჯარით აღებული სასაფლაო –აყვავდა და გაიფურჩქნა; მათი თითებიახლაც კი, მიხრწნილ სიბერეში, ფულზე სწრაფად ითვლიდნენწამებს.ღირსეული, დაფეხვილი მეფეები...ნელთბილ წყალში ჩაეყარათ ხმელი ფეხებიდა ბუზღუნებდნენ,როცა ჩაზრდილ დრჩხილებს ვჭრიდით ხელისკანკალით.უცხო ქალაქის სასაფლაო, უცხო ხალხი; მეც იქ ვიდექი,ფეხისწვერებზე ვიწეოდი, რომ ერთხელაც მომეკრა თვალიმკვდარი ბიჭისთვის, ვიდრე კუბოს დახუფავდნენ, და დამენახამისი ჩემი დედაჩვენიც –გვამის თეთრი საყელოდან მონაბერი სიკვდილის ქარიროცა სახიდან წამოხდიდა შავ თავსაფარს,თუ წამოხდიდა...რა დავაშავეთ ჩვენ,როცა მზისაკენ ჩვენს ცივ გულებს გზას ვუკვალავდით?ჩვენი სიმართლე შეირყა.ჩვენმა შეყვარებულებმა შხამისფრად გადაიღებეს თმები.ჩვენი ბავშვობის ნაწერებიმებალზამე ქალს მივეცითგარდაცვლილის ჭრილობების ამოსავსებად,გარდაცვლილი – გიჟი იყო, და სამშობლო ჩავაყოლეთ გულისჯიბეში,მაგრამ დედამ ამის მერეც არ მოიშალაღამღამობით ოთახებში ბორიალიდა ბუტბუტი:ნუ ინგრევა ჩემი სახლი, ნუ ინგრევა, ნუ ინგრევა...რა დავაშავეთ ჩვენ,ვინც ვერ გავმდიდრდით, ვერც გავლოთდით,ვერც დავიხოცეთ?