↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დედა მარიამი

ფირცხალავა არჩილ

2026-07-181 წთ საკითხავი10968 ნახვა

—
რამდენი სიმშვიდე დააკლდათ ნერვებს,თითქოს საბოლოოდ დავნებდი იღბალს,პოეტის პალატა, პალატა მერვე,-აუხსნეს ვიღაცას კარების მიღმა.
ბაღში უჩინარი სევდა დარიალებს,სხეულს იდუმალი მოწყენა თენთავს,მოდის სანახავად დედა მარიამი,ჩემი სანთელივით სპეტაკი დედა.
თურმე შეიპირა თაფლზე მთის სოფლელიდა ასე ჰგონია დღეს უფრო მხნედაა,დედაჩემი არაა მარიამ ღვთისმშობელი,მაგრამ დედაჩემი პოეტის დედაა.
გულში უჩინარმა სევდამ გამიარა,ქარის სიჯიუტით მომელტვის ჩრდილი,ღმერთო, დაიფარე დედა მარიამი,უცოცხლე ცოტა ხანს პოეტი შვილი.
ფირცხალავა არჩილ

ფირცხალავა არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი