↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დიდი ხანია გადაუქარა

ფირცხალავა არჩილ

2026-07-181 წთ საკითხავი10964 ნახვა

—
დიდი ხანია გადაუქარასულს იდუმალმა გზა-ბილიკები.ქარმა წაიღო ქალთა მუქარა,დღეს მხოლოდ გულში გაქილიკებენ.
დიდი ხანია ითბობ კოცონთან,ღვთიურ კოცონთან გატანჯულ ხელებს.არ მოგწონდა თუ ვითომ მოგწონდაარა აქვს აზრი ამდენ ხნის მერე.
არა აქვს აზრი, არა აქვს წონა,ვინ გარიგებს და ვინ გედავება,შენ იყავ შენი ღვთაების მონადა თვითონ ასე იქეც ღვთაებად.
თუმცა ძნელია ღვთაების ხვედრი,ხედნი ყველასგან უხდენელ კვიცებს.წინ გადაშლილა სამოთხურ ხედითიდუმალების სხვადასხვაგვარი სივრცე.
უკან ნიჩბების პრიალა პირიდა წერაქვების რახუნი მოგდევს.თუ გინდა დღესვე სარდაფში მოკვდე,ცამ ჩაგიწყვიტოს ღვთიური კრინი.
არა აქვს აზრი, არა აქვს წონა,ვინ გარიგებს და ვინ გედავება,შენ იყავ შენი ღვთაების მონადა თვითონ ასე იქეც ღვთაებად.
ფირცხალავა არჩილ

ფირცხალავა არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი