პოეზია · ლირიკა
თქვა: ტერენტი გრანელი
თითქოს ჩემს სანუგეშოდ მოწყენილან შაშვებიც,არის ფრთების დაშვების სევდა შეუწყვეტელი,სიგარეტის ბოლქვებით სიკვდილს ვეთამაშებიდა ცისფერი რაშებით დაფარულა კედელი.
მესმის ჩუმი ვედრება:-შეიბრალე უფალო,ააშორე უფალო, დღეთა უამინდობა,თქვა:ტერენტი გრანელი,-ქალმა ისე უბრალოდ,თითქოს სასაფლაოსთან ნაცნობს დაემშვიდობა.
თქვა-ტერენტი გრანელი, როგორც გამოსარჩლება,,,მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია,ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,ჩემი სული და სისხლი, ეს “მემენტო მორია”.
ეს ,,მემენტო მორია” და სიცოცხლეც, ცხადია,სიზმარ-ცხადის სივრცეში დაფრინავენ მტრედები,დამხობილა საფლავზე გულმოკლული გადია,-არც შენთვის ვარ ცოცხალი, არც სხვას ვეიმედები.
მაფშალიაც თავის მკვდარს სხვანაირად უგალობს,გელანდება სისხლისღვრა, ღალატი და ფლიდობა,თქვა-ტერენტი გრანელი,-ქალმა ისე უბრალოდ,თითქოს სასაფლაოსთან ნაცნობს დაემშვიდობა.