↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლეღვები

ფირცხალავა არჩილ

2026-07-181 წთ საკითხავი10961 ნახვა

—
როგორც ცოლქმრული სარეცლის ამბავსარ მოგიყვება ჭკვიანი კაცი,არ მოგიყვება ციხე არაფერს,თუ მარტოოდენ გააცეცე მისკენ თვალები.ა, ამ კედელზე გაბარდღულ ლეღვებსშენზე უფრო ჰყვარებიათ თურმე მამული-არ დაანებეს ქარებს მიწის ერთი მისხალიც,ფიორი რაა მიწისათვის,ერთი ფიორი,ერთი ფიორი რომელია,ნამცეციც კი არ დაანებეს.ე, ის მისხალი,ის ფიორი,ის ნამცეცი შენი მამული-ციხე-ტაძრებით რომ ჰკიდია საუკუნეებს.კოცნე ეს მიწა, ეს ქვა კოცნე, კედელი კოცნე,ორი ამდენი ციხეებზე გვონია, ძმაო,სიგრძივ კი არა,სიმაღლეში მიდის მამული.
ფირცხალავა არჩილ

ფირცხალავა არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი