↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "მეცხრე თვეა და მეცხრე კარს ვკეტავ"

ფირცხალავა არჩილ

2026-07-181 წთ საკითხავი10973 ნახვა

—
მეცხრე თვეა და მეცხრე კარს ვკეტავ,ცხრა საოცარი გალობა მესმა...ნეტავ სიზმარში თუ ნახა დედამ,წუხელ ლამის რომ გამგუდა ლექსმა.გადაიარა არყოფნის ელდამ,თმებშიც თანდათან განათდა მწუხრი,ნეტავ სიზმარში თუ ნახა დედამ,რომელ საფლავთან ჩავხარე მუხლი.ნეტავ თუ იგრძნო ზეციურ დარდითსად ჩაიხაფრა იმედი ამო...დავდივარ, როგორც გრანელის ლანდიდა თბილისიდან გაქცევას ვლამობ.ვით ჩაიხაფრა იმედი ამო,თითქოს უფსკრულის კიდეზე შევდექ,სულ უმნიშვნელო ღალატის შემდეგ.მართლაც ღვთიური ცრემლები დამდისმართლაც ღვთიური ტრფიალის გამო…...დავდივარ, როგორც გრანელის ლანდიდა თბილისიდან გაქცევას ვლამობ.
ფირცხალავა არჩილ

ფირცხალავა არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი