↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცისარტყელა

საჯაია ალექსანდრე

2026-07-181 წთ საკითხავი1160 ნახვა

—
განა ამისთვის ვეწამე ამდენს,რომ განშორება მეგლოვა ბოლოს.შენი ბაგენი ალუბლებს ჰგავდნენ,მეც ალუბლები მიყვარდა მხოლოდ.
მჯერა: ნიავიც ამაოდ ქროდა,არ მსურს ამაოდ ვარსკვლავი ვთვალო. . .შენ ღვინისფერი თვალები გქონდა,მეც შავი ღვინო მიყვარდა, ქალო.
ჩვენ თვითონ ვნახეთ ბავშვი მოცარტი,ფერად ყვავილებს ფანტავდა ქარში,იღიმებოდი და საოცარიმე ცისარტყელა მიყვარდა მაშინ.
ვინ იცის, მოვა კიდევ შხაპუნა?ვიცი, ერთხელაც იქნება გვიან. . .მე შენმა ზეცამ ცვარი მაპკურა,მე უშენოდაც მიჯნური მქვია.

საჯაია ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი