↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძველი ჩონგური

საჯაია ალექსანდრე

2026-07-181 წთ საკითხავი1156 ნახვა

—
ნიავს ვუსმენდი: ჩუმი და ტკბილიხმა შორეული ჩამწვდა გულამდე;ჩავიმღერე და ჩავყევი ბილიკსდა ისევ ნიავს მივაყურადე.
წინ იყო მარტო სიბნელის ფარდა,ტყე-ველი, მუქად გადანაფერი!სხვა არაფერი, სიმღერის გარდა,მხოლოდ სიმღერა, სხვა არაფერი.
ვთქვი: თუ ვინ არის, ხმა სადაური?(ვერხვებსაც სურდათ, იქნებ, გაგება),ხევ-ხევ გაქჰყვება, მთას გადაუვლის,და ვარსკვლავებში გადიკარგება?
მღერის, მზე ტრფობით როგორ იწოდა,როგორ იბრძოდა გმირი ლომგული,ჩონგურმა ძველად ცრემლი იცოდა.ნახეთ, რას მღერის ძველი ჩონგური:
ღამე ლამაზი ბევრი მინახავსმთვარეც, მთა-ველიც გადანაფერი...ეხ, არაფერი არ მინდა ახლა,მხოლოდ სიმღერა, სხვა არაფერი!

საჯაია ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი