პოეზია · ლირიკა
წერილი
ის, ჩიტისგულა,ცრემლით მიგონებს,ვერ მალავს დედა საოცარ სურვილს,და მოხუც მამის ნაწერ სტრიქონებსმოჰყავს გამარგილ სიმინდის სუნი.ვიცი, იქ ახლა ნისლი ნისლი ირღვევა,ფითრდება ღამე თმაგიშრიანი,წაეკიდება ცეცხლი სიმღერასდა ჯეჯილებში წავა შრიალით.ტყე მოხარული ატეხავს ხივილს,რომ მის გულშიაც სიმღერა ცოცხლობს,და ვნებიანი პირველი სხივიფორთოხლის მკერდში დაანთებს კოცონს.ვუსმენ, წერილი მიჰყვება ამბავსდა ჟრუანტელი ძარღვებში მივლის,გუგული ისევ მეძახის, ალბათ,ყოველ საღამოს და ყოველ დილით,მე აქ ალიონს რუსთველივით გავშლი,მსუბუქ ოცნებით შუბლდაღარული,ჩქეფს, იფერფლება წიგნების ყდაშიღამე, ფიქრები და სიყვარული.