პოეზია · ლირიკა
ჩემი მიწის სადღეგრძელო
ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცესაქართველოსსაოცნებო გზები,გრძელი, როგორცჩვენი მრავალჟამიერი,ხვავრიელი,როგორც პურის ძნები.
ვძებნე, ვძებნე, ვერ მოვძებნეოცნებაში დახატული მოყმე,მინდა, ვიყოთავანკარა გაზაფხული,ჩემი მიწისსადღეგრძელოდ მოვკვდე.
მუმხლი მუხას ეხვეოდა,ყორანივით დაგვყიოდა მტერი,კაფეს, კაფეს, ვერ გაკაფესეჭვებივით ჩახლართული ტევრი.
ლეწეს, ლეწეს, ვერ დალეწეს,განა მართლათავზე ჩემოგვექცავარკვლავებისჩიხტიკოპით დახურული,საქართველოს მადლიანი ზეცა.
მინდა, ვიყოგმირი თინა წავკისელი,შორი გზიდანმიყიოდეს მოყმე,ვიყო მისთვისთავანკარა გაზაფხული,ჩემი მიწისსიცოცხლისთვის მოვკვდე.