↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჰამლეტ გონაშვილი

კახიძე მედეა

2026-07-181 წთ საკითხავი2367 ნახვა

—
მე საქართველოს თბილ მიწას ვლოკავ,მაგრამ არ ვიშლი თქვენს შორის როკვას,ჩემი ხმა იყო ხატივით სუფთა,და ამიტომაც დავჭირდი უფალს.არ მითესია შური და გესლი,მე მხოლოდ კაცის სიყვარულს ვთესდი,არ გავკიოდი ვით ბუკნა ჭოტი,ბულბულის ყელით უფალთან ვბჭობდი.ანგელოზია ჩემი ხმა ფუძის,მიწაზე ყოფნა მიტომაც უმძიმსდა, როცა ჭმუნვა გეწვევათ მძაფრი,მე გადავაბამ გულს გულზე ძაფით.ჩემი ხმა მშიერს მოუკლავს შიმშილს,და ცივ ზამთარში გაათბობს შიშველს,და ასე მუდამ კარიკარ ივლის,ზვრებში, ჯეჯილში დაიწყებს ლივლივს.შემოგიჯდებათ ერდოზე მერცხლად,იმედად, ლოცვად გიტოვებთ ჩემ ხმას,ნუ დამივიწყებთ „წინწყაროს“ პატრონს,ნუ მიმატოვებთ საფლავში მარტოს.ვიცი, ჩემი ხმა ათას წელს გაძლებს,გიტოვებთ ჩემს ხმას ისე ვით ანდერძს,ჩემი ხმა იყო ხატივით სუფთადა ამიტომაც დავჭირდი უფალს!
კახიძე მედეა

კახიძე მედეა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი