↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გრძელი სევდიანი ვახშამი

რატიანი ზვიად

2005-05-121 წთ საკითხავი7573 ნახვა

—
ერთი ამბობდათუ როგორ ფარავენ ჩრდილები მინდორს,თუ როგორი წარმავალია ყველაფერი,თუ როგორ სძინავს გამთენიისასვიღაცას, დილა კი მოდის.
ერთი ამბობდათუ როგორ ყუჩდება ქარი,და როგორ ჩნდება ისევ,თუ როგორ არიან ხეების ქერქები ქარის კუბოები,მაგრამ უამინდობა გრძელდება.
ეს იყო გრძელი ღამედა ერთი ამბობდა რაღაცას მთვარეზე,რომელიც სითეთრეს აფენს გაყინულ მინდორს,და რომ წინ არ ჩანს არაფერიარ ჩანს იგივე.
ვიღაცამ ახსენა ქალაქი, რომელშიც ომამდე ცხოვრობდა,და ოთახი ორი სინათლის ჩრდილით კედელზე,ვიღაც ცეკვავდა, ვიღაც უყურებდაჩვენ თანდათან ვიჯერებდით,
რომ ღამე აღარ გაილევა.ერთი ამბობდა-მუსიკა კი დასრულდა და ვერავინ შენიშნა -ის ამბობდა რაღაცას ცაზე, პლანეტებზე, და ვარსკვლავებზე,თუ როგორი პატარები არიანო, როგორი შორი.

რატიანი ზვიად: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი