↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გზები და დღეები

რატიანი ზვიად

2010-08-1210 წთ საკითხავი7651 ნახვა

—
"მრავალნაირი ფიქრები ერთად, რეულად, გონების თვალწინ",ილია ჭავჭავაძე, "მგზავრის წერილები", 1861.
I(მარტი, 2003)
თითქმის ყოველდღე სხვადასხვაგან. და ეს რაღაცითკიდეც მოგწონდა. გათოშილი, ზოგჯერ მშიერიც,ფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი თუნდაც ქაღალდზეკვალს დატოვებდა. რაც არ მოხდა. სამაგიეროდსხვაგანყოფნები თავს გახვევენ ახალ თვისებებს:ძალის მუდმივი მოჭარბება-გამოცლა. შვილისან ცოლის ხმები სიჩუმიდან, როცა ისვენებ.გახშირებული დეჟავიუ. საერთოდ, ხშირიდა უმიზეზო მოწყენები. და ეს შეგრძნებაც:თითქოს რაღაც გავიწყდება, რაღაც მთავარი,და განცდა, თითქმის ფიზიკური, როგორ გეძლევაშესაძლებლობა - იყო უცხო, გქონდეს მრავალისახე, სახელი. იყო უცხო არა სხვათათვის,- მათთვის ისედაც უცნობი ხარ, - არამედ შენთვის.იყო ერთერთი შენთაგანი, რომელიც შედისახალ ქალაქში. გზას კითხულობს. ხიდზე გადადის.
II(ზაფხული, 2004)
მოგზაურობა სამშობლოში. წელი - მესამე.მიზეზი - საქმე, სამსახური. შედეგი - ფული.არ არის კარგი, როცა ლექსი ითხოვს შესავალს,რომლის გარეშე, გეჩვენება, იქნება რთულიმისი გაგება. როცა გიწევს იმის მტკიცება,რომ მართლა ხშირად გიხდებოდა, წლების მანძილზე,ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში გამოღვიძება,სასტუმროებში, ოჯახებში; რამაც არც ისებევრი შეგძინა, და პირიქით: როცა იღვიძებ,ვეღარც იხსენებ, სად იღვიძებ. უკვე გერევადროებიც: გუშინ გაიღვიძე მამლის ყივილზე,გუშინწინ - ზღვასთან. ან პირიქით. ბედნიერება,- აი, რა უნდა მოგეთხოვა ამ აწეწილიდა სხვანაირი წლებისაგან, შენ კი დახარბდიწვრილმან ტკივილებს! და ნერვები, წლები შეწირეამ უაზრობას: გყვარებოდა, რასაც ნახავდი...
III(12 აგვისტო, 2003)
ეს ქვეყანა ხშირად გაძლევს შესაძლებლობასგიყვარდეს იგი. იშვიათად - კიდეც სარგებლობ.განსაკუთრებით - თუ გზაში ხარ, გზა კი ეფლობაზაფხულის მთებში, იკლაკნება. "ჩემო კარგებო,მე თქვენ მიყვარხართ", გინდა უთხრა გზისპირა სოფელსდა სოფლის თავზე დროშასავით გაკიდულ ძერას.და ტყიან ფერდობს, საიდანაც ეს ძერა მოფრენს.და ცას, მთებშორის ჩამოწოლილს, რომელსაც სერავს.ბალახს, რომელსაც მალე მსხვერპლის ბუმბულით მოფენსდა მსხვერპლს, რომელსაც გულდასმით ზვერავს.ძაღლი კი გიყეფს. ყეფა-ყეფით აწყდება ღობეს.სოფლელი გოგო შენს მანქანას აყოლებს მზერას.შენ კი რას უზამ ამ სიხარულს, გულში გალღობილს?ტკივილი იყოს - აჯობებდა, რამეს დაწერდი.მაგრამ რას დაწერ სიხარულზე, როცა არცერთი,არც სიყვარული, და არც ნიჭი, არ გაქვს სამყოფი?
IV(2001)
სხვამ შენზე უკეთ იცის ტრასა. სადაც გადავაწასახემსებლად, ის დუქანი, ჩათვალე, არისსაუკეთესო. კარგად იცის ყოველი მხარისულამაზესი ადგილებიც - მოსაშარდავად.შენ რა ისწავლე? რამდენიმე ლამაზი ხე დარამდენიმე სასაფლაო, მყუდროდ ჩაფლულიმაღალ ბალახში. და ბავშვეი, რომლებიც სხედანლიანდაგებზე. და ზამთრის ზღვა, ცივი დგაფუნიმისი ტალღების. სურათები. სავარაუდოდ -უნაყოფო სურათები. ბერწები. გინდაცმთელი ცხოვრება აკოწიწო, გვერდით დაუდოერთი მეორეს თითეული შესაძლო მხრიდანმათგან სამშობლოს ვერ აკინძავ. სხვამ კი, შეხედე,ტრასაც ისწავლა, და სამშობლოც. ჰოდა გიამბოს,რომელ გზისპირა რესტორანში უნდა შეხვიდე,რომ მწვადი, გარდა ცვრიანისა, იყოს იაფიც.
V("არგო", მალთაყვა. ნოემბერი, 2001)
საპნის გარეშე და ცივი წყლით, გამთენიისას,სასტუმროს დაბალ ხელსაბანში ირეცხავ წინდებს.ღამით ხომ წვიმდა, რა იქნება, დღისითაც წვიმდეს,რომ არ იფიქრო სადმე წასვლა, გვერდით მიისვაეს მხიარული რუს-ქართველა დამლაგებელი,ერთად დალევდით (შენ ეს გიყვარს; თანაც გაცივდი)და გაცინებდა ცხოვრებაზე. სხვა სარგებელიმისგან არ არის, ბებერია. როცა დაცლიდით,ის გაიტანდა ბოთლს და ჭიქებს, თევზის კონსერვისსუნიან ქილას და საფერფლეს, სავსეს ნამწვებით,და კარს სასწრაფოდ ჩაკეტავდი, თუმცა მომსვლელიარავინაა. და გახდილი, ვიდრე დაწვები,დაინახავდი შემშრალ წინდებს, მილზე გაფენილს,და შენს გაწმენდილ ფეხსაცმელებს. გაიფიქრებდი,რომ მისთვის ის ხარ, რაც იყავი, ხარ და იქნები,შენთვის კი - ერთი შენთაგანი, სხვა არაფერი.
VI(მრავალძალი, რაჭა. ივნისი, 2002)
ახლა მოგცა მეგობარი. ნაცნობი. ახლა,ამ ძველ ტაძარში. როცა თითო სანთელს დაუნთებთორიოდ წმინდანს და ღვთისშობელს, და როცა გახვალთ,დასხდეთ და ერთი გულიანად გარათქმაუნდეთ.წამოსულები, როცა თბილი ჩრდილით შებურვილსჩამოივლიდით დაღმართებს და უკვე ქვემოდანტაძარს ერთხელაც ახედავდით, ის იქნეოდაქათქათა ლაქა სიმწვანეში. "შორისდებული,პეიზაჟიდან აღმომხდარი", - ან რაღაც ასეთსეტყოდი ალბათ იმ მეგობარს, შენსავით დაღლილს;მაგრამ მარტო ხარ, და მოსწრებულ სიტყვებს და ფრაზებსვერ შეაშველებ შენს ურწმუნო წიაღში ჩაღვრილუეცარ სითბოს. შეჩერდები, ზედიზედ მოწევსამ-ოთხ სიგარეტს, დაბნეული, გულდაწყვეტილი -რომ ახლა არ გყავს ხმისგამცემი, უბრალოდ, მოწმე;ახლა, როდესაც ლამაზი ხარ. მშვიდი. კეთილი.
VII(თებერვალი, 2003)
თითქმის ყოველდღე სხვადასხვაგან. ეშვები მთიდანქალაქში, სადაც არასოდეს ყოფოლხარ; ხოლოთავად ქალაქი სხვებისაგან, ცხადია, დიდადარ განსხვავდება. ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობ,ყველა ქალაქი ერთმანეთს ჰგავს. ერთნაირიაცენტრალური შენობები: სადგური, ფოსტა,სასტუმრო, ბანკის ფილიალი, კინო, მერია;სახლი ჰგავს სახლს და, მითუმეტეს, ბოსტანი - ბოსტანს.ყველგან ქალაქში გ.ტაბიძის და 9 აპრილის,თამარ მეფის და რუსთაველის ქუჩები. ყველგანთითო მდინარე ნაგვიანი, ბნელი ნაპირითდა უცნობი მოქალაქე, რომელიც ხელკავსგამოგდებს, როგორც მეგობარი, და დაგანახებსმთაზე შერჩენილ ციხის ნანგრევს, და საიდუმლოდგიმხელს, რომ სადღაც იქვე არის, წესით, სამარხითამარ მეფისა. ბოლოს მისგან ჭაჭას ყიდულობ.
VIII(22 მაისი, 2003)
მოიმიზეზე ცუდადყოფნა, მაინც არ გინდასაჭესთან ჯდომა. სხვა მიუშვი. შენ კი უკანასავარძელზე გადაწექი. მძღოლის სარკიდანარ გამოჩნდეს შენი სახე. და არც სლუკუნიარ აგივარდეს. თუ იტირებ, ეცადე, უხმოდ.ცრემლიც, როგორც კი წამოგივა, მაჯით მაშინვეჩამოიწმინდე. მეგობარი, გადმოგცეს, წუხელთუ გაატანდა, არც ეგონათ. როგორ გაშინებსამაზე ფიქრი. სამი დღის წინ, თუმცა წვალებითდა თუმცა შენი დახმარებით, მაინც თავისიფეხით მივიდა პალატამდე. დაწვა. თვალებითრაღაც განიშნა. ვერ მიუხვდი. ახლა არ იცი -თუ მაინც კვდება, რა ჯობია, ჩაუსწრო ცოცხალსდა სამუდამოდ ჩაგებეჭდოს მისი ხროტინი,თუ ყველაფერი მანამ მოხდეს, ვიდრე შენ შორს ხარ?მაგრამ ეს უფრო საშიშია... ზარის ლოდინი...
IX(2002)
თუ ერთხელ მაინც ჩაგივლია უცნობი სოფლისბირჟასთან, სადაც ჩამომსხდარან ყველა ასაკისუსაქმურები; თუ გიგრძვნია სიცივე ოფლის,როცა ისინი, თითქოს შენში რაღაც გასაკვირს,რაღაც უცნაურს ხედავენო, თითქმის მუქარითშემოგყურებენ. მიდიხარ და, როცა ჩაუვლი,აღარც კი იცი, რა ჯობია - ფეხს აუჩქაროთუ შეჩერდე და მიესალმო? დანაშაულიარ მიგიძღვის მათ წინაშე, მაინც იბნევი -თითქოს წაგასწრეს რაღაც ბინძურ, რაღაც იშვიათსისაძაგლეზე. ხომ არსებობს შიში სიბნელის,დახშული სივრცის ან სიმაღლის, - ესეც შიშია:შიში უცხო და მტრულ მზერაში მხოლოდ საკუთართავად დარჩენის. მხოლოდ იმად, რაც ჩანს გარედან.და მკერდში სუნთქვას ისე მალავ, როგორც ნაქურდალს,ვიდრე გააღწევ მათი მტრული მზერის არედან.
X("ელ-ბაკური", ბათუმი. 2005)
ნუ გახდი ავად, ვინც მარტოა. მითუფრო - ღამით.მითუფრო - როცა სხვაგანაა. სხვაგან და მარტო.როცა ვერავინ ანუგეშებს სიტყვით ან წამლით.გდია სასტუმროს ბნელ ნომერში. საბანი, პალტო,თუკი რამ იყო, წაიფარა. მაინც აციებს.და ბოთლშიც წყალი ცოტავდება, საცაა, დაცლის.ნუ გახდი ავად, ვინც მარტოა. თანაც კაცია.კაცი ასეთ დროს გაცილებით სუსტია. კაციგაცილებით ძნელად უძლებს ფიზიკურ ამბებს,როცა მარტოა. როცა გვერდით არ არის იგი,- დედა, და, ცოლი, საყვარელი, - რომელიც დარბისცალ ხელში წამლით, მეორეში - წყლიანი ჭიქით.და სულ გახსოვდეს ის სიმწარე, როგორ იმატასიკვდილის შიშმა. აქ სიკვდილის. უკვე ხედავდი,რა საწყლად ეგდო თეთრ ზეწარზე შენი ცხედარი;და როგორ შეგრცხვა ამ ყველაფრის, როცა ინათა.
XI(თებერვალი, 2004)
ერთი სამწვადეს დასტრიალებს, მეორე - კოცონს.მესამე პირველს და მეორეს რჩევებს ურიგებს.შენ კი სასმელი მოგეკიდა - და უკვე მოგწონს,რომ გაუჩერდი ამ პატარა, სოფლელ ხულიგნებსდა იმეორებ უეშმაკო, სევდიან, მოკლესადღეგრძელოებს. წამოდექი, როცა დალიესშესანდობარი ძმაკაცისა, რომელიც მოკლესდა რომლის ხელით შეკეთებულ ბოლო ტარიანს,როგორც უწმინდეს რელიქვიას, ინახავს საძმო...შემდეგ ბიჭები ახსენებენ თბილისელ ბრატებსდა ძლიერ უკვირთ, როცა ვერცერთ საერთო ნაცნობსვერ გიძებნიან. რაც, ცხადია, ვერაფრით გმატებსღირსებას, წონას. კიდევ კარგი, დროულად ხვდები,რომ აქ დარჩენა სარისკოა. ვიდრე ისინიმიხვდებიან, რას აკეთებ, უეცრად ხტებიშენს მანქანაში, და გარბიხარ; და თან იცინი.
XII("zelimhan'z gesT haus", ქუთაისი. 2003)
ისევ სასტუმროს სასადილო, და ისევ - ღამით.ჩაის აყოლებ გაციებულ, უგემურ ლუკმებს.დღესაც ბოლო ხარ, ვინც აქ ვახშმობს: ოთხ-ოთხი სკამიმრგვალ მაგიდებზე თავდაყირა აწყვია უკვე.გვერდით ნომერში ცხოვრობს ფრანგი. ის აქ მოვიდაორიოდ დღის წინ. საეჭვოა, რომ მან ქართულიიცოდეს; თუმცა, როგორც წუხელ, მისი ნომრიდანტელევიზორის ხმა გამოდის - ისევ ჩართულირომელიღაც ქართულ არხზე: ვიღაც გაჰყვირის,რომ საზღვარი გადმოლახეს მეზობელი ქვეყნის ჯარებმა,რასაც მივიჩნევთ ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევადდა ასე შემდეგ... შენ კი უკვე ზიხარ, დახრილიდაბალ, უხერხულ მაგიდასთან, და ცდილობ წერას.იგონებ სტრიქონს და წარმოთქვამ: ხან ნელა, მარცვლით,ხან - სხაპასხუპით; ხან კი ხმოვნებს ზედმეტად წელავდა ასე შემდეგ - ვიდრე სიტყვებს აზრისგან დაცლი.
XIII(საველე სიზმარი. 2002)
"აეროპორტში დაგხვდებიან. თვითონ გიცნობენ.დაბინავება, საბუთები - მათი საქმეა.შენ ერთადერთი გევალება: ხელის დაქნევაწარსულისათვის; ისე სწრაფად, როგორც იძრობენცეცხლში გახვეულ ტანისამოსს. მშვიდად იბრუნე,უთხარი შენს სისხლს. გულს უთხარი, აღარ ინატროს.თვალებს უთხარი, არ გახედონ ილუმინატორს.სხეულს არ უთხრა არაფერი, ისეც მიბმულიიქნება მაღალ სავარძელზე"... საფრენი ზოლიდა ყველაფერი, რასაც ხედავ, ციმციმებს, ბზინავს.შენ მოითავე საქმეები და ახლა გძინავს.ხმა კი განაგრძობს: "ვინც გიყვარდა, შვილები, ცოლიდა ყველა, ყველა დაივიწყე! შენში ისხმებაახალი სისხლი; და სხვა მიწა, ენა, კერძებიგელიან, რათა გემსახურონ"... რაღაც იმსხვევადა გეღვიძება უეცარი ვარდნის შეგრძნებით.

რატიანი ზვიად: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი